სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

ბაღებისთვის სტანდარტის პროექტი მომზადდა - დეტალები
02-08-2022
-
+


ავტორიზაციის სტანდარტებისა და გადამუშავებული ტექნიკური რეგლამენტების საჯარო განხილვები გრძელდება.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის განმახორციელებელი დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების პროექტის და ტექნიკური რეგლამენტების გადამუშავებული ვერსიების საჯარო განხილვა ქალაქ გორში გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის მხარეში მოქმედი მუნიციპალიტეტების მერიისა და საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები, რესურსცენტრების თანამშრომლები, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას.

შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ავტორიზაციის სტანდარტების პროექტი, ასევე, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების, კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმებისა და შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების გადამუშავებული ვერსიები.

აღსანიშნავია, რომ შემუშავებული დოკუმენტები მომზადდა საკოორდინაციო საბჭოს წევრთა აქტიური ჩართულობით და განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სურსათის ეროვნულს სააგენტოსთან.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება