სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დმანისის N2 საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლე წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა
29-07-2022
-
+


დმანისის N2 საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლე - აინურ ელაზოვა, ლამია ეფენდიევა, აისელ გაჯიევა, მაჰიმა ტანრივერდიევა პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა. 

მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავს, მათ მასწავლებლებს კი შრომისა და ამაგისთვის მადლობას უხდის. 

„უპირველეს ყოვლისა, სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სკოლის მოსწავლეებს: აინურ ელაზოვას, ლამია ეფენდიევას, აისელ გაჯიევას, მაჰიმა ტანრივერდიევას, ასევე მათ მშობლებს! დიდი მადლობა მასწავლებლებს და პირადად კლასის დამრიგებელს ქალბატონ გალინა ბლუდოვას! განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან ეს პროგრამა არის დიდი სტიმულის მომცემი მოსწავლეებისთვის!რესურსცენტრის უფროსმა, ქალბატონმა მაია ხმალაძემ კეთილი სურვილები უსურვა და თბილი ღიმილით გაუნათა ეს სასიხარულო დღე ჩვენს წარმატებულ მოსწავლეებს“,- ვკითხულობთ სკოლის წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება