| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის მანძილზე სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობდნენ. მოსწავლეებიც ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ.
მათ შორის, მე-10 კლასის მოსწავლეებმა მე-11 კლასელების მონაწილეობით (ხელმძღვანელი: ბიძინა კუკულაძე) წარმოადგინეს პროექტის „ქართული ფეხბურთის პირველი დიდი გამარჯვება“ პრეზენტაცია.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტატორებმა - მარიამ მურვანიძემ, მალხაზ ნადარეიშვილმა, გიორგი ბისიეშვილმა, ბექა გოგელიამ, გიორგი კვირკველიამ, გუგა კვირკველიამ, საბა ტუსკიამ, თამაზ ჭაფოძემ, ნინო კუკულაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ ისტორია, საინტერესოდ ისაუბრეს გუნდის პირველი ყველაზე წარმატებული 1964 წლის სეზონის და ჩემპიონის გამოსავლენად გამართული დამატებითი თამაშის შესახებ, როცა ქართველმა ფეხბურთელებმა „ოქროს მატჩში“ მოსკოვის „ტორპედო“ ანგარიშით 4:1 დაამარცხეს. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ეს იყო ქართული ფეხბურთის პირველი დიდი გამარჯვება, რომელმაც თბილისის „დინამოს“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, ხოლო ყველა ფეხბურთელსა და მწვრთნელებს - ქომაგების უსაზღვრო სიყვარული. ბავშვებმა იმედი გამოთქვეს, რომ არა მარტო წარსულში მიღწეული წარმატებები გვექნება გასახსენებელი, არამედ ჩვენი ფეხბურთელები მომავალშიც მრავალჯერ გაგვახარებენ.
პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ