| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი მარიამ მაისურაძე საქართველოს იმ ოცდაათ წარმატებულ მოსწავლეს შორისაა, რომელთაც საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელ კონკურსში იასპარეზეს.
მარიამ მაისურაძე „ასპინძის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელია. შემაჯამებელ კონკურსამდე მოსწავლემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი და მეორე ეტაპები ბრწყინვალედ გადალახა და მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა შორის პირველი ადგილი დაიკავა, რაც სკოლისთვის განსაკუთრებით საამაყო და სასახელოა.
მარიამ მაისურაძეს „ეტალონმა“ მისი ბრწყინვალე წარმატების დამადასტურებელი დიპლომი მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი 20 ივლისს დისტანციურ ფორმატში გაიმართა.
მიმდინარე წლის აპრილიდან ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 30 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
იხილეთ ფოტო:
ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
მუნიციპალიტეტი, რომლის სკოლებშიც მუნის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
„აბიტურიენტებს შეეზღუდებათ არჩევანი, ვერ აირჩევენ იმ უნივერსიტეტს, რომლის შესახებაც სექტემბერში უკვე ცნობილი იყო...“
სკოლსა და ბაღის პედაგოგებს, ასევე ტექნიკურ პერსონალს ეს სამედიცინო კვლევები დაუფინანსდებათ - მუნიციპალური ბიუჯეტი
ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას
„ხელმძღვანელმა ყველა ახალ, კარგ წამოწყებას, მასწავლებლისგან იქნება ის თუ მოსწავლისგან, მხარი უნდა დაუჭიროს“...
სასკოლო საზპგადოების წინაშე მათ საქართველოს თითოეული კუთხე, მათი უნიკალური კულტურით, ტრადიციებითა და სამზარეულოთი წარადგინეს