სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გუბისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფორმალური და არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ
26-07-2022
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებში იყვნენ ჩართულები. 

კერძოდ, 2022 წლის 10 იანვარს ინგლისური ენის მასწავლებელმა, ერთობლევ სადოქტორო პროგრამა „განათლების მეცნიერებების“ დოქტორანტმა, ნინო ცხაკაიამ, წაიკითხა ლექცია თემაზე „შემოქმედებითობა და პრობლემის გადაჭრა“ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ზამთრის სკოლის“ ფარგლებში, სადაც საქართველოს რეგიონების სხვა სკოლებთან ერთად, მონაწილეობდნენ გუბისწყლის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები: ფიქრია და ლიზი ქაშიბაძეები. 

სკოლის თემატიკა განსაზღვრული იყო მდგრადი განვითარების კონცეფციით. მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს  ქვეყნისათვის მდგრადი განვითარების მიმართულებით ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების, მაკრო და მიკრო ეკონომიკის საკითხების, STEM განათლებისა და STEM სწავლების პრინციპების შესახებ.  

ასევე, სკოლის X კლასის მოსწავლე მარი გეგეჭკორი, რომელიც დაინტერესებულია აღმოსავლური ენებითა და კულტურით, გახდა ინჰუას ენებისა და კულტურის აკადემიის ელჩი, რისთვისაც მოიპოვა შესაბამისი სერტიფიკატი. 

სკოლის წარმატებულმა მოსწავლეებმა: ლიზი ქაშიბაძემ, თამარ ქაშიბაძემ და ლიკა ჭოლოკავამ უმაღლესი შედეგებით დაასრულეს საბაზო საფეხური და დაჯილდოებულნი არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. 

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ლიკა ჭოლოკავა, ახალახანს მოხვდა საერთაშორისო პროექტში, „ტექნოლოგიის და მშვიდობის მომავალი ლიდერები“, რომელსაც ინიცირებას უწევს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია „ჯეოლაბი“ (GeoLab) და ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბი (Academia Europaea Tbilisi Knowledge Hub).

წარმატებულმა მოსწავლემ, ლიკა ჭოლოკავამ აღნიშნულის შესახებ დეტალურად ისაუბრა:

„მე ვარ ლიკა ჭოლოკავა, 16 წლის. ვსწავლობ გუბისწყლის საჯარო სკოლაში. ჩემი ოცნება იყო შემესწავლა კომპიუტერული ტექნოლოგიები და მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი ინგლისური ენის პედაგოგს, ნინო ცხაკაიას, რომელმაც შემატყობინა „ჯეოლაბის“ პროექტის შესახებ და მომეცა შანსი იმისა, რომ სრულიად უფასოდ შევისწავლო კომპიუტერული ტექნოლოგიები. ვფიქრობ,ეს ჩემი მომავალი პროფესიის არჩევაში დიდ როლს ითამაშებს.კურსის დასრულების შემდეგ, მოხარულივიქნები იქ მიღებული ცოდნა ჩემს თანატოლებსაც გავუზიარო“- აცხადებს ლიკა ჭოლოკავა.

სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა:

„გუბისწყლის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს 2021 - 2022 სასწავლო წლის წარმატებულად დასრულებას და ვუსურვებთ აქტიურ თანამონაწილეობას ჩვენი თემის, სკოლისა და ქვეყნის განვითარების საქმეში. ასევე, მადლობას ვუხდით, ჩვენი სკოლის ინგლისური ენის წამყვან მასწავლებელს, ნინო ცხაკაიას, რომლის ინიცირებითაც მოხდა მოსწავლეთა ჩართულობა აღნიშნულ პროექტებში“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება