| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის მანძილზე პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებს, პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობდნენ და მოსწავლეთა ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ.
მათ შორის აღსანიშნავია, მეშვიდეკლასელთა შთამბეჭდავი პროექტი - „მოგზაურობა ჰარმონიისა და სილამაზის სამყაროში“.
სკოლის მე-7 კლასელებმა, მათემატიკის მასწავლებელ ბელა ორაგველიძესთან ერთად, სასკოლო საზოგადოება პროექტის პრეზენტაციაზე მიიწვიეს.
მარიამ მშვიდობაძემ, ქეთი იმნაძემ, გიორგი აფხაზავამ, სალომე ურუშაძემ, ანასტასია დოლიძემ, ნუგზარ მაქაცარიამ, ელისაბედ ჩხაიძემ, ლიზი ბერიძემ, დავით რამინაშვილმა, გელა გუჯაბიძემ სასკოლო საზოგადოებას ძალიან საინტერესოდ წარუდგინეს ულამაზესი თვალსაჩინოებებით გამდიდრებული თემები: პროპორცია, ოქროს კვეთა, ფიბონაჩის მიმდევრობა, ოქროს კვეთა და პითაგორელები, ოქროს კვეთა ბუნებაში, ადამიანში, ხელოვნებაში, მუსიკაში, პოეზიაში, არქიტექტურაში.
პროექტის პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
„გვინდა მრავალი წარმატება ვუსურვოთ ბავშვებს ბელა მასწავლებელთან ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ