სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელეთის საჯარო სკოლა მეცხრეკლასელმა, ნინი კიკოლაშვილმა განსაკუთრებულად ასახელა - „გარდაბნის ეტალონ მოსწავლეს“ სპეციალური დიპლომი გადაეცა
26-07-2022
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი ნინი კიკოლაშვილი საქართველოს იმ ოცდაათ წარმატებულ მოსწავლეს შორისაა, რომელთაც საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელ კონკურსში იასპარეზეს. 

მეცხრეკლასელი ნინი „გარდაბნის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელია. შემაჯამებელ კონკურსამდე მოსწავლემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი და მეორე ეტაპები ბრწყინვალედ გადალახა და მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა შორის პირველი ადგილი დაიკავა, რაც სკოლისთვის განსაკუთრებით საამაყო და სასახელოა. 

ნინი კიკოლაშვილს „ეტალონმა“ მისი ბრწყინვალე წარმატების დამადასტურებელი დიპლომი მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი 20 ივლისს დისტანციურ ფორმატში გაიმართა. 

მიმდინარე წლის აპრილიდან ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 30 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება