სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კორხის საჯარო სკოლის მოსწავლე სვეტლანნა ორჯაციანს „ეტალონმა“ მისი ბრწყინვალე წარმატების დამადასტურებელი დიპლომი მიანიჭა
26-07-2022
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი სვეტლანნა ორჯაციანი საქართველოს იმ ოცდაათ წარმატებულ მოსწავლეს შორისაა, რომელთაც საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელ კონკურსში იასპარეზეს. 

მეცხრეკლასელი სვეტლანნა „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელია. შემაჯამებელ კონკურსამდე მოსწავლემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი და მეორე ეტაპები ბრწყინვალედ გადალახა და მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა შორის პირველი ადგილი დაიკავა, რაც სკოლისთვის განსაკუთრებით საამაყო და სასახელოა. 

სვეტლანნა ორჯაციანს „ეტალონმა“ მისი ბრწყინვალე წარმატების დამადასტურებელი დიპლომი მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი 20 ივლისს დისტანციურ ფორმატში გაიმართა. 

მიმდინარე წლის აპრილიდან ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 30 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება