სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გზა გმირობამდე“ - თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლე რატი რატიან​ი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია
26-07-2022
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე რატი რატიან​ი საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანის“ მიერ ჩატარებული კონკურსის პირველადგილოსანია.

კონკურსი - „ჩემი წიგნი“ IX კლასის მოსწავლეთათვის იყო განკუთვნილი და მიზნად წიგნის პოპულარიზაციას ისახავდა.

კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა შეექმნათ წიგნის გარეკანის დიზაინი, მოეფიქრებინათ ნაწარმოების შინაარსის მიხედვით სათაური და დაეწერათ წინასიტყვაობა, თუ რის შესახებ იქნებოდა წიგნი.

სკოლის IX კლასის მოსწავლე რატი რატიანმა შექმნა კონკურსით გათვალისწინებული წიგნის დიზაინი და გადავიდა ფინალურ ეტაპზე, დაიკავა I ადგილი და მიიღო 300-ლარიანი ვაუჩერი.

აღსანიშნავია, რომ რატი რატიანი არის უკრაინაში საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპული დავით რატიანის უფროსი შვილი. მას ჰყავს და - მარიამ რატიანი და ძმა - ლუკა რატიანი. სამივე წარჩინებული და სამაგალითო მოსწავლეა.

რატი რატიანმა კონკურსის შედეგად მიღებული საპრიზო თანხის ნაწილით სკოლის ბიბლიოთეკისთვის შეიძინა მხატვრული ლიტერატურა.

რატის კლასის ხელმძღვანელი ლალი სურმავა გახლავთ.

სკოლის დირექცია ამაყობს რატი რატიანის წარმატებით და მადლობას უხდის სკოლის წიგნადი ფონდის შევსებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება