სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გურიანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი წარმატება მოიპოვეს
25-07-2022
-
+


თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლამ სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა. 

მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

მათ შორის იყო ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის პროგრამა „საქართველოს კლიმატის პროგრამა“, რომელმაც გამოაცხადა კონკურსი „უთხარი არა პლასტმასას’’, სადაც სკოლამ 1500 ლარის ვაუჩერი მოიპოვა.

გარდა ამისა, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“ გამოაცხადა კონკურსი „იდეათონი“, სადაც სკოლის ორი მოსწავლე „თი-ბი-სი“ ბანკის სტიპენდიანტი გახდა. მათ ანგარიშზე მთელი წლის განმავლობაში 1200 ლარი დაერიცხებათ. მათ რესტორან „ტონუსის“ ვაუჩერიც გადაეცათ.

სკოლამ მცირეგრანტიანი პროექტების კონკურსში პროექტით „ლიმონი - საოთახე კულტურა“ გაიმარჯვა, შედეგად კი 1416 ლარით დაფინანსდა და დამფინანსებელ ორგანიზაციას „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირს“ პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია წარმატებით წარუდგინა. 

სკოლის 4 მოსწავლეს „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ლეპტოპები გადაეცა.

„სასწავლო წლის დასასრულს, დაწყებითი და საბაზო საფეხურის დამრიგებლების მიერ განხორციელებული სასწავლო ექსკურსიები. მოსწავლეებმა მოინახულეს ისეთი ისტორიული ადგილები, როგორიცაა გელათი, ბაგრატის ტაძარი,  მოწამეთა, სათაფლია, ვანის ნაქალაქარი, დენდროლოგიური პარკი, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი და სხვა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია გალაკტიონისა და ტიციან ტაბიძის სახლ- მუზეუმში , სადაც ღია ცის ქვეშ მოსწავლეებმა გამართეს პოეზიის საღამო . გაჟღერდა  ამ ორი სახელოვანი პოეტის ლექსები , გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები, გადაიღეს სამახსოვრო სურათები.
იმედია, მომავალი სასწავლო წელი კიდევ უფრო საინტერესო და წარმატებული იქნება“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება