სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წითელხევის საჯარო სკოლის ეკოკლუბი მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის ფინალში გადავიდა
25-07-2022
-
+


კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლის ეკოკლუბი მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ფინალში გადავიდა. 

ფინალური ტურის მორიგი მონაწილეები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების სკოლებიდან 20 ივლისს, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დარბაზში გამოვლინდნენ.

ნახევარფინალურ შეხვედრაში მონაწილე და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ სკოლებს CENN-მა, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, სასაჩუქრე ნაკრები და სპეციალური პრიზები გადასცა. ასევე, სკოლებს სპეციალური პრიზები გადასცეს National Geographic Magazine საქართველომ და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF).

ქუთაისის ნახევარფინალური შეხვედრის მონაწილეებს აფასებდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კარლო ამირგულაშვილი; ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ელჩი და წლის მასწავლებელი (2019), ლადო აფხაზავა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ეკა თარგამაძე; გაეროს ასოციაციის კომუნიკაციების ოფიცერი, მურო თაკალანძე; გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გარემოს საინფორმაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ანა მანჯავიძე და ქალთა გაძლიერების ექსპერტი, ანა მოსიაშვილი.

წითელხევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ეკოკლუბელებს კონკურსში გამარჯვებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება