სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N23 საჯარო სკოლის გუნდი STEAM კონფერენციაზე წარმატებით წარდგა
25-07-2022
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავდნენ. 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის პედაგოგები მარიამ ჩხეტიანი და ინგა შავაძე მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობდნენ. მათი ხელმძღვანელობით VIIბ კლასის მოსწავლე სალომე იმერლიშვილი და VIIIგ კლასის მოსწავლე დავით კურტევი STEAM კონფერენცია 2022 -ზე წარსდგნენ.

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ორგანიზებულ STEAM კონფერენციას საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში სკოლის კლუბი „STEAM ოცდამესამელები“ დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ პროექტი „შუქნიშანი“ წარადგინეს.

მონაწილეები სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

„ჩვენი აქტიური, ყოჩაღი და პროფესიონალი მასწავლებლები საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრიდან, მარიამ ჩხეტიანი და ინგა შავაძე, არ წყვეტენ საინტერესო აქტივობების განხორციელებას და მოსწავლეებისთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებით ხელშეწყობას.
კლუბის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ ენახათ სხვა სკოლის კლუბების პროექტები და გაეზიარებინათ ერთმანეთის გამოცდილება.
კონფერენცია წარიმართა გამოფენის ფორმატში და მასზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი STEAM პროექტები.
სკოლა ამაყობს თქვენით! 
დარწმუნებულები ვართ, სკოლის კლუბს ახალი სასწავლო წლიდან კიდევ უფრო მეტი მოსწავლე შეუერთდება“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება