სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალში მონაწილეობდნენ
25-07-2022
-
+


გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგ, ნანა სილაგაძის ხელმძღვანელობით „ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში“ მონაწილეობდნენ.

ეკოლიდერმა მოსწავლეებმა - გვანცა თოფურიამ და ალექსანდრე ბენიძემ განხორციელებული აქტივობების შესახებ ჟიურსითვის პრეზენტაცია მოამზადეს.

„ნახევარფინალურ შეხვედრას ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი მასპინძლობდა. ეკოლიდერმა მოსწავლეებმა - გვანცა თოფურიამ და ალექსანდრე ბენიძემ პედაგოგ, ნანა სილაგაძის ხელმძღვანელობით ჟიურის წევრებს წლის განმავლობაში განხორციელებული გარემოსდაცვითი აქტივობების პრეზენტაცია წარუდგინეს.

ეკოკლუბს CENN-მა, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, სასაჩუქრე ნაკრები და სპეციალური პრიზები გადასცა. ასევე, სპეციალური პრიზები გადასცა National Geographic Magazine საქართველომ, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) და მარტვილის მერიამ.

ზუგდიდის ნახევარფინალური შეხვედრის მონაწილეებს აფასებდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კარლო ამირგულაშვილი; ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ელჩი და წლის მასწავლებელი (2019), ლადო აფხაზავა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ეკა თარგამაძე; გაეროს ასოციაციის კომუნიკაციების ოფიცერი, მურო თაკალანძე; გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გარემოს საინფორმაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ანა მანჯავიძე და ქალთა გაძლიერების ექსპერტი, ანა მოსიაშვილი.

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ჟიურის წევრებს ეკოკლუბელების გვერდში დგომისთვის, ჩვენს ეკოკლუბელებს კი წლის განმავლობაში გარემოსა და საზოგადოებისთვის გაწეული სასიკეთო საქმიანობისთვის“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება