| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „ანაბასისი“ აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო კონკურსებსა და პროექტებში. პედაგოგების აქტიური მუშაობითა და მონდომებით სკოლის მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებენ. ამჯერად, სკოლის ეკოკლუბმა „ანაბასისმა“ პედაგოგ თამარ მალაღურაძისა და მოსწავლეების დაუღალავი შრომის შედეგად მორიგი აღიარება მოიპოვა და „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022“-ის ნახევარფინალში გავიდა.
„ეკოკლუბი „ანაბასისი“ მიმდინარე სასწავლო წელს შეიქმნა (კლუბის კურატორი ბიოლოგიის მასწავლებელი თამარ მალაღურაძე) და კონკურსში - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ჩაერთო. კლუბმა არაერთი გარემოსდაცვითი და სოციალური ღონისძიება განახორციელა მდგრადი განვითარების 17 მიზნის ფარგლებში. ჩატარებულმა აქტივობებმა: პოლიეთილენის ალტერნატიული შესაფუთი მასალების დამზადებამ სახამებლიდან, გადაყრილი პოლიეთილენის ნაწარმოდან სხვადახვა დეკორატიული ნივთების დამზადებამ, გამწვანებისა და გარემოსდაცვითმა აქციებმა, გლობალურ პლატფორმებზე მონაწილეობამ და სხვა. კიდევ უფრო დაგვანახვა არსებული მდგომარეობის სიმძაფრე. დროის საზომი ჩართულია, ბალანსი აღსადგენია. მიზნები 2030 წლისათვის შესრულებული უნდა იყოს!
პლანეტის ყველა მოქალაქე ტოვებს უარყოფით კვალს გარემოზე. ხშირად ისე , რომ არც კი იცის ამის შესახებ. ყველა ადამიანმა ეროვნების, სარწმუნოების, სქესის მიუხედავად უნდა გააცნობიეროს თავის წილი პასუხისმგებლობა.
ეკოკლუბმა „ანაბასისმა“, ნიკო კეცხოველის პრემიაში ახლად ჩართულ სკოლებს შორის ყველაზე აქტიური სკოლის სტატუსი დაიმსახურა და წიგნების კომპლექტების შესაძენი ვაუჩერით დასაჩუქრდა. კონკურსის ნახევარფინალზე გაწეული მუშაობის ამსახველი საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს კლუბის წევრებმა, სკოლის წარმატებულმა მოსწავლეებმა ქეთი ცერცვაძემ და ანასტასია ჯუღელმა. წარმატებები კლუბს მომავალ საქმიანობაში!
დიდი მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს საინტერესო და მოსწავლეთა საჭოროებებზე მორგებული პროექტის შემოთავაზებისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ