| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა 2021-2022 სასწავლო წელი სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაასრულეს.
მე-5ა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი თალიკო კილაძე) სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
„მოსწავლეებმა მოინახულეს ჩვენთვის საყვარელი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი, მოილოცეს და ემთხვივნენ წმინდათა წმინდა ნაწილებს და ხელთუქმნელ ხატებს უძველეს დედათა მონასტრებში, ერკეთსა და ჯიხეთში, ასევე მოილოცეს სოფ. აცანაში ოქონას ეკლესია. შეისვენეს და დააგემოვნეს კურორტ ნაბეღლავში მინერალური „მჟავე წყალი“, გაიგეს ამ სამკურნალო წყლის უნიკალურობის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის ამ წყლის შიდა მოხმარების ბაზარსა და საექსპორტო მნიშვნელობაზე. მოსწავლეები ყველგან მართავდნენ მუსიკის თანხლებით კონცერტებს, ცეკვავდნენ, მხიარულობდნენ, მადლობა ყველა მშობელს, განსაკუთრებით ექსკურსიის ორგანიზატორობისთვის მშობლებს: ლიკა თავდიშვილს და ირმა ბალაძეს, თბილ და ყურადღებიან მძღოლს, გოგიტა ხვიჩიას.
შთაბეჭდილებებით აღსავსე ბავშვები სიყვარულით ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს, უსურვებდნენ ბედნიერი და საინტერესო ზაფხულის გატარებას. მეც ვუერთდები მათ პათოსს და დიდი სიყვარულით ვუსურვებ ჩემს საყვარელ მოსწავლეებს, არდადეგების შინაარსიანად და ხალისიანად გატარებას, მომავალ შეხვედრამდე!“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ