სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალენჯიხის N5 საჯარო სკოლას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ექნება
22-07-2022
-
+


წალენჯიხის N5 საჯარო სკოლას ახალი, კეთილმოწყობილი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი შენობა ექნება. 

როგორც ინფრასტრუქტურული ექსპერტიზის დასკვნიდან გამოიკვეთა სკოლის არსებული შენობის აღდგენა-რეაბილიტაცია მიზანშეუწონელია. ამიტომაც, სკოლას ახალი შენობა ესაჭიროება, რომელიც მოსწავლეთა საჭიროებებზე იქნება მორგებული.

აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით სკოლის დირექტორმა, ნანა მიქავამ დეტალური ინფორმაცია გაავრცელა:

„ემოციებს ვერ ვმალავ ახალი სკოლის მოლოდინში.

ნამდვილად მისასალმებელია ახალი სკოლის მოლოდინი დიდ სიხარულს, რომ წარმოადგენს.

ძველზეც გული მწყდება.... მშვიდობით ჩვენო სკოლავ!

მადლობა თქვენ: წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, ქალბატონ ლირა ღურწკაიას. თქვენი დაუღალავი ენერგიის შედეგია ის, რომ სამომავლოდ წალენჯიხის N5 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს ახალ კეთილმოწყობილ სივრცეში განახორციელებს. მადლობა ბატონ გოგა გულორდავას, მადლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ვისაც წვლილი მიუძღვის მომავალი თაობების ცოდნის სამჭედლოს მშენებლობაში. ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა წარმოადგენს. მადლობა, მადლობა ყველას!“, - ვკითხულობთ დირექტორის, ნანა მიქავას წერილში.
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება