სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უცხოური ენის მოსმენით ნაწილში პედაგოგებმა 6-ქულიანი ზღვარი უნდა გადალახონ -ზედმეტ ინფორმაციასა და მართლწერაში დაშვებული შეცდომის გამო ქულა დაგაკლდებათ
24-07-2022
-
+


25 ივლისს მასწავლებლები გამოცდას უცხოური ენის მოსმენით ნაწილში ჩააბარებენ, რითაც მასწავლებლებისა და მსურველთა გამოცდები დასრულდება. გთავაზობთ რჩევებს, რა უნდა გაითვალისწინონ წერითი დავალების შემდგომ აპლიკანტებმა მოსმენითი ნაწილის შესრულებისას და რა საკითხებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება.

ტესტში მოცემულია მოსმენის ორი დავალება. პირველი დავალება არის ღია. თქვენ მოგეთხოვებათ, რომ ტექსტის მოსმენისას მოცემული დავალების გამოტოვებულ ადგილებში ჩაწეროთ განსაზღვრული რაოდენობის სიტყვები. მეორე დავალება არის დახურული. თქვენ მოგეთხოვებათ, რომ მოსაუბრეებს მიუსადაგოთ მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები.

წინასწარ გაეცანით თითოეული დავალების პირობას, რისთვისაც გეძლევათ 30-45 წამი. გაითვალისწინეთ, რომ თითოეული დავალების ტექსტს მოისმენთ ორჯერ, რაც თქვენ პასუხების გადამოწმების საშუალებას მოგცემთ.

დავალება შეასრულეთ მოსმენის დროს. პირველ და მეორე მოსმენას შორის მოცემულია პაუზა (დაახლოებით 30 წამის ხანგრძლივობის). პაუზის დროს კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ როგორც დავალება, ასევე თქვენი პასუხები. ტექსტის მეორე მოსმენისას გადაამოწმეთ თქვენი პასუხები და, საჭიროების შემთხვევაში, შეასწორეთ ისინი.

პირველი დავალების შემთხვევაში გთხოვთ პასუხების ფურცელზე ჩაწეროთ მხოლოდ თქვენი პასუხები. პასუხების ფურცელზე დავალებიდან ნუ გადაწერთ ზედმეტ ინფორმაციას (მაგ., პასუხის მომიჯნავე სიტყვებს, ან მთლიან წინადადებას).

გამოტოვებულ ადგილას არ ჩაწეროთ იმაზე მეტი სიტყვა, ვიდრე ეს დავალების პირობაშია მითითებული. ყურადღება მიაქციეთ ასევე სიტყვების მართლწერას. არასწორად დაწერილი სიტყვა შეცდომად ჩაგეთვლებათ.

გახსოვდეთ, რომ პასუხების ფურცელზე ზედმეტი ინფორმაციის დაწერის ან პასუხში დაშვებული მართლწერის შეცდომის შემთხვევაში პასუხი სწორად არ ჩაგეთვლებათ.

ტესტის მოსმენის ნაწილის მაქსიმალური ქულაა 16. გამსვლელი ქულაა 6. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება