სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„​პედაგოგებში მდგრადი განვითარების მიმართულებით მასწავლებლის სახლი მუშაობს“
24-07-2022
-
+


საქართველოს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს - CENN-სა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც, მასწავლებლებსა და მოსწავლეებში გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავებაა.

მემორანდუმის ფარგლებში, CENN და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ერთობლივად უზრუნველყოფენ მასწავლებლებისათვის ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზებას ისეთ აქტუალურ გარემოსდაცვით თემებზე, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, ცირკულარული ეკონომიკა, ენერგოეფექტიანობა და სხვა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით - „ცენტრი აქტიურად მუშაობს პედაგოგებში გარემოსდაცვით საკითხებზე მდგრადი განვითარების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების კუთხით. ამ მიმართულებით ჩვენს ექსპერთა ჯგუფთან ერთად უკვე არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ვფიქრობთ რომ CENN-თან თანამშრომლობა იმ ატივობებს, რომელსაც ვატარებთ პედაგოგებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, კიდევ უფრო ეფექტურს გახდის რაც გრძელვადიან შედეგამდე მიგვიყვანს.“

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მხარს დაუჭერს CENN-ის მიერ სხვადასხვა გარემოსდაცვით თემატიკაზე შექმნილი სახელმძღვანელოების საგაკვეთილო პროცესებში დანერგვას.

„CENN-ის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ახალგაზრდების გაძლიერება და მათში გარემოსდაცვითი ღირებულებების განვითარებაა. ჩვენ გვჯერა, რომ ახალგაზრდობა არის ის მთავარი ძალა, რომელსაც შეუძლია შექმნას მდგრადი და ინკლუზიური მომავალი. პედაგოგებში მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათში გარემოსდაცვით გამოწვევებზე ცოდნის გაღრმავება ამ მიზნის მიღწევისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამიტომ, მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ვითანამშრომლოთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან და ერთობლივად შევუწყოთ ხელი მასწავლებლებსა და მოსწავლეებში მაღალი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას,“ - აცხადებს CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება