სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ უნდა გაიგოს მასწავლებელმა მოსწავლეთა ინტერესები და რაში გამოადგება პედაგოგს მისი ცოდნა?
07-08-2022
-
+


სასწავლო პროცესის დაგეგმვისთვის მნიშვნელოვანია, მასწავლებელი მოსწავ­ლეთა ინტერესებს ითვალისწინებდეს. მაგალითად, გაკვეთილისთვის შეარჩიოს ისეთი სასწავლო რესურსები, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესს შეესაბამება.

მასწავლებელმა რომ გაკვეთლები მოსწავლეთა ინტერესებს მოარგოს, პირველ რიგში, საჭიროა, მოიპოვოს ინფორმაცია, თუ რა აინტერესებთ მათ, რა მოსწონთ, რას ფიქრობენ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ამისთვის მას შეუძლია, მოსწავლეებს შეავსებინოს კითხვარი, სადაც ბავშვები მიუთითებენ სახელსა და გვარს, შემდეგ კი უპასუხებენ კითხვებს.

კითხვები ისე უნდა იყოს დასმული, რომ მოსწავლეებს პასუხი გაუმარტივდეთ, პედაგოგმა კი სასურველი ინფორმაცია გაიგოს. მაგალითად: რომელია შენი საყვარელი საგანი? რომელი ჟანრის მუსიკა მოგწონს? რას აკეთებ თავისუფალ დროს? სპორტის რომელი სახეობა მოგწონს? წარმოიდგინე, რომ შეგიძლია ნებისმიერი რამ, რა სფეროში ისურვებდი კარიერის შექმნას? რა გაგიკეთებია ისეთი, რითაც ამაყობ? რომ შეგეძლოს, როგორ დაეხმარებოდი ადამიანებს? თუ კითხვებთან ერთად სავარაუდო პასუხებიც იქნება მითითებული, მოსწავლეებს კითხვარის შევსება უფრო გაუმარტივდებათ.

მოსწავლეთა ინტერესების შესახებ ინფორმაციის შეგროვება მასწავლებელს ნე­ბისმიერ დროს შეუძლია, მაგალითად: როდესაც პირველად შედის კლასში, სასწავლო წლის დასაწყისში, კონკრეტულ გაკვეთილზე, რაიმე თემის შეს­წავლის დაწყებამდე და ა.შ.

რაში გამოადგება მასწავლებელს მოსწავლეთა ინტერესების დადგენა?

როდესაც სასწავლო მასალა ახლოსაა მოსწავლეთა ინტერესებ­თან, სწავლის პროცესი უფრო სახალისო ხდება, რაც ზრდის მოსწავლეთა ჩართულობასა და სწავლის მოტივაციას. გარდა იმისა, რომ პედაგოგი სასწავლო პროცესს უკეთესად დაგეგმავს თუ მოსწავლეთა ინტერესები ეცოდინება, მას შეუძლია განსაზღვროს ადგილმდებარეობა გასვლითი გაკვეთილის ჩასატარებლად, ან მოიწვიოს სტუმარი, რომელთან შეხვედრაც ბავშვებს მეტ ცოდნას მისცემს. კითხვარით მასწავლებელი დაადგენს მოსწავლეთა საჭიროებებს, ინტერესების დადგენა პედაგოგს ასევე დაეხმარება მოსწავლეებთან ინდივიდუალურად მუშაობაში, დავალების მიცემის დროს ან პროექტში მოსწავლეთა ჩასართავად.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება