სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სუხჩის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები საზეიმო ღონისძიებით გააცილეს
20-07-2022
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ სუხჩის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის მანძილზე დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, შემეცნებით, გასართობ და საზეიმო ღონისძიებებს სთავაზობდნენ და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას ცდილობდნენ. 

მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, მე-9 კლასის მოსწავლეთა დასკვნითი ღონისძიება. საბაზო სკოლის მე-9 კლასი წელს ორმა მოსწავლემ - ნინო გოფოძემ და ლიკა გოფოძემ დაასრულეს.მოსწავლეებმა საბაზო სკოლის დამთავრება ტრადიციული ღონისძიებით - „მშვიდობით, სკოლავ“ აღნიშნეს. სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა. 

„ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ სუხჩის საბაზო სკოლამ მე-9 კლასელთა მიერ საბაზო სკოლის დასრულების აღნიშვნა უკვე 
რამდენიმე წელია ტრადიციად აქცია. ტრადიცია არც წელს დარღვეულა, მოეწყო საღამო - „მშვიდობით, სკოლავ“. სკოლის დირექტორმა, ზეინაბ კაჭარავამ და მასწავლებლებმა მიულოცეს მათ სკოლის დამთავრება, აღნიშნეს, რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც სასკოლო, ასევე კლასგარეშე საქმიანობაში; მონაწილეობდნენ „ეტალონის“ მიერ ჩატარებულ კონკურსში; სიამაყით აღნიშნეს, რომ არიან „ჩემი პირველი კომპიუტერის“ კანდიდატები. ღონისძიებაში ჩართული იყო თითქმის ყველა მოსწავლე. მათ თბილი საღამო მოუწყვეს უფროს მეგობრებს“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება