| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N192 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცეს.
სკოლის ასეთი ერთ-ერთი სამაგალითო პედაგოგია ქეთი მაჩიტაძე, რომელიც მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ საყვარელი მასწავლებელი არამედ მეგობარია. პედაგოგმა წელს სადამრიგებლო მე-4 კლასი გამოუშვა. ქეთი მაჩიტაძემ საამაყო მოსწავლეებს გზა დაულოცა.
„თუ ვიტყვი, რომ ოცდათორმეტი წელია მასწავლებელი ვარ....და...დაწყებითი კლასის არაფერი ვიცოდი...ოთხი წლის წინ 192-ე სკოლის პირველკლასელები საგნობრივ სწავლებაზე გადასვლის მოტივით „ჩამაბარეს“ ....ჩვენი თავგადასავლებიც დაიწყო. მადლობა ჩემს საოცარ, საუკეთესო სკოლას ამ შესაძლებლობისათვის.
თითქოს თვითონ ჩემი პატარები მასწავლიდნენ რა სჭირდებოდათ, ძალიან თავისუფლებისა და ლაღებისათვის ბევრი რამ უნდა მესწავლებინა....იყო დღეები, როცა იტირეს, რომ დედა უნდოდათ და მეც ვიტირე და მერე ყველამ ერთად ვიცინეთ, რადგან ნიკოლოზი იმიტომ ტიროდა, რომ დედა კი არა ცოლის შერთვა უნდოდა.
ამაყი ვარ, რომ მასწავლებლები მაჩიტიძის კლასს ძაააააალიან აქებენ ... ამაყი ვარ, რომ უცხო თვალმაც შენიშნა ჩვენი თავისუფალი და ლაღი, გულახდილი ურთიერთობა, რომ იუმორით სავსეები ხათ, რომ სიყვარული იცით, რომ ერთი ორცხობილა ხუთმა გაინაწილეთ, ....და ისე გავხდით მეხუთეკლასელები, რომ ვერც გავიგეთ წლების გასვლა... ჩემო საამაყოებო წინ ბევრი, ბევრი საინტერესო წელია....“,- აღნიშნულია პედაგოგის წერილში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ