სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მან მშობლიურ სკოლას შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა“- ქვედა საზანოს N1 სკოლამ, წარმატებული კურსდამთავრებულის დახმარებით, სოფლის გზამკვლევი გამოსცა
19-07-2022
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლამ წარმატებული კურსდამთავრებული, ისტორიკოსის ელგუჯა თავბერიძის დახმარებით სოფლის გზამკვლევი გამოსცა.

2021-2022 სასწავლო სკოლაში სასკოლო პროექტი კულტურული მემკვიდრეობის კუთხით შეირჩა და განხორციელდა სახელწოდებით - „რა განძი გვქონია...“.

სოფლის მატერიალური ძეგლების შესახებ ინფორმაციების მოძიება თავიდანვე დაიგეგმა. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ინფორმაციას იმ ძეგლების შესახებ, რომელთა შესახებ წერილობით წყაროებში და ინტერნეტსივრცეში არამცთუ ცნობები მოიპოვება, საერთოდ ნახსენებიც კი არაა.

აღნიშნულის შესახებ დირექტორმა, მანანა ჭუმბურიძემ დეტალური ინფორმაცია გაავრცელა:

„სოფელი დიდია და შესაბამისად ძეგლებიც მრავლადაა... ჩაფიქრებული და დაგეგმილი იყო გზამკვლევის შექმნა, თუმცა გვექნებოდა თუ არა მისი ბეჭდური გამოცემის შესაძლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ვფიქრობდით, მას შემდეგ, რაც საბოლოო სახეს მივცემდით და გამომცემლობა ფასს გვეტყოდა, თუ სკოლას არ ექნებოდა ფინანსური საშუალება, სპონსორი მოგვეძებნა. საბედნიეროდ, არ დაგვჭირდა ფინანსების ძებნა. ჩვენი გზამკვლევი აღმოჩნდა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის ელგუჯა თავბერიძის სტამბაში და მან თავის მშობლიურ სკოლას შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა. დიდი მადლობა სასკოლო საზოგადოების სახელით ბატონ ელგუჯას დახმარებისთვის. ძალიან გაიხარეს მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა მშობლებმა, თემმა...

გზამკვლევი არ არის სრულყოფილი. ჩანაფიქრი იყო სოფლის ყველა ძეგლის შეტანა, რამდენიმე უცხო ენაზე მისი თარგმნა და მოგზაურთათვის ოპტიმალური მარშრუტის მიწოდება რუკაზე ჩვენებით, რაც ამ ეტაპზე ვერ განვახორციელეთ. თუმცა ბატონი ელგუჯა, როგორც ისტორიკოსი, დაგვპირდა რომ ამ კუთხითაც დაგვეხმარება მომავალში“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა, მანანა ჭუმბურიძემ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება