| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის მანძილზე დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, შემეცნებით, გასართობ და საზეიმო ღონისძიებებს სთავაზობდნენ და მათი ნიჭის, ცოდნისა და შესაძლებლობების განვითარება-წარმოჩენას ცდილობდნენ.
მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, მე-4 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება. მოსწავლეებმა, დამრიგებლის, ნონა მჟავანაძის ხელმძრვანელობით, სასკოლო საზოგადოება ფერთა სამყაროში ამოგზაურეს და საოცარი ზღაპრული სპექტაკლი წარუდგინეს.
„ყოველ ფერს საარსებოდ თავისი დანიშნულება აქვს. წარმოუდგენელია, რომელიმე მათგანი არ იყოს - დაირღვეოდა კანონზომიერება, რომელიც ამოძრავებს სამყაროს და ქმნის მუდმივობას.
ფერთა თვისებაა ურთიერთშერწყმა და ამ ჰარმონიაში ვცხოვრობთ ჩვენც, ადამიანები…
ჰოდა, ამ ფერთა ზღაპრულ სამყაროში გვამოგზაურეს მეოთხეკლასელებმა (კლასის ხელმძღვანელი ნონა მჟავანაძე) საოცარი სპექტაკლით, რომელიც წარმოგვიდგინეს სკოლის სააქტო დარბაზში.
ვულოცავთ ნონა მასწავლებელს და მის კლასს მეოთხე კლასის დამთავრებას. წარმატება და სიკეთე ყოფილიყოს მათი ცხოვრების თანამგზავრი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ