სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შუაფარცხმის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ნინო კვინტრაძე პორტაბელური კომპიუტერით დაჯილდოვდა
19-07-2022
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ნინო კვინტრაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდა.

სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის მოსწავლეს პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლის წარმატებაში სკოლის მაღალკვალიფიციურ პედაგოგებს, დირექტორის, გულიკო უჯმაჯურიძის ხელმძღვანელობით, უდიდესი წვლილი მიუძღვით.

წარჩინებული მოსწავლის მშობელმა, ეკატერინე მეგრელიშვილმა სკოლის დირექტორს, თითოეულ პედაგოგს გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადა და ემოციური წერილი მიუძღვნა:

„თუ კი ისწავლით და გვერდით ძლიერი, კარგი პედაგოგები გეყოლებათ ყველაფერს მიაღწევთ.
უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ გულიკო უჯმაჯურიძეს, ჩემი შვილის დამრიგებელს ქეთევან ბერძენიშვილს და ყველა პედაგოგს ვინც კი ჩემს შვილში დიდი შრომა ჩადო, რამაც შემდეგ შედეგიც გამოიღო.

თითოეული მასწავლებელი უფრო მეტს ხედავდა ჩემი შვილის ცოდნასა და განვითარებაში, ვიდრე თავად მე, მშობელი.
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გაწეული შრომისათვის და გვერდში დგომისთვის“, - ვკითხულობთ მშობლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება