სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ასპინძის საჯარო სკოლას წელს რვა ოქროს და სამი ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს
19-07-2022
-
+


დაბა ასპინძის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა სწავლა წარჩინებით დაასრულეს. სკოლას რვა ოქროს და სამი ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს.

მე-12 კლასის დამრიგებელმა როზა ნარიმანიძემ საამაყო კურსდამთავრებულებს ემოციური წერილი მიუძღვნა:

„ჩემი საუკეთესოები... უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ ასეთი საუკეთესო კლასი მყავდა. ხუთი ოქრო და ერთი ვერცხლი ოცდაერთ მოსწავლეზე არაა ცოტა...

მედალი მათ არა მარტო სწავლაში, არამედ ურთიერთობებშიც ეკუთვნოდათ, ყველას ეხმარებოდნენ ერთმანეთს აზრებს უზიარებდნენ: მარიამ მაგრაქველიძე, ნიკა ბერიძე, გიორგი ტივაძე, ნიკოლოზ დიაკონიძე, ანა ლონდარიძე და ლია ლეკიშვილი.

ვამაყობ, რომ მათი მასწავლებელი დამრიგებელი და უფროსი მეგობარი ვიყავი. მარიამ მაგრაქველიძე მთელმა საქართველომ გაიცნო როგორც მიზანდასახული, განათლებული და წარმატებული მოსწავლე, რომელმაც ამერიკაშიც განაცვიფრა პედაგოგები, არნახულ გამარჯვებებს მიაღწია. ნიკა ბერიძე ჩანახატებსა და ლექსებსაც წერს; გიორგი კომპიუტერული ტექნიკითაა დაინტერესებული; ნიკოლოზი ყოველთვის კლასის წინამძღოლი და წარმართველი იყო; ანი გაწონასწორებული და მომზადებული დადიოდა სკოლაში ლიკაც ყველაფერს აკეთებდა რომ წარმატებისთვის მიეღწია. მათ ერთად შეძლეს წარმატების მიღწევა.

მე მიყვარს ისინი და ყოველთვის გამახარებს მათი წინსვლა, ეჭვიც არ მეპარება რომ უფრო მეტს შძლებენ ახლა ეროვნულ გამოცდებს აბარებენ და წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს“, - ვკითხულობთ მე-12 კლასის ხელმძღვანელის, როზა ნარიმანიძეს წერილში.

ასევე, მე-12 კლასის კურსდამთავრებულთაგან სამი ოქროს და ორი ვერცხლის მედლის კანდიდატია. მათმა კლასის ხელმძღვანელმა, ლელა ბუჩუკურმა წარჩინებულ კურსდამთავრებულებს გზა დაულოცა და ეს დიდი მიღწევა მიულოცა.

„მე-12კლასის ხუთმა წარმატებულმა მოსწავლემ წარჩინებით დაამთავრა სასწავლო წელი. მყავს სამი ოქროს მედალოსანი: ნინო მელიქიძე, ფიქრია ბლიაძე და ანუკი ივანიძე; ხოლო, ორი ვერცხლის მედალოსანი - ნანკა ბერიძე და ხატია ლეკიშვილი.

მათმა ნაყოფიერმა სწავლამ, სიბეჯითემ, მიზანდასახულობამ და ნიჭიერებამ შედეგი გამოიღო და ვულოცავ მათ წარმატებებს; წინსვლას და გახარებას მომავლის სავალ გზაზე, მათი ოცნებების ასრულებას ვუსურვებ. პატივისცემით და სიყვარულით - კლასის ხელმძღვანელი ლელა ბუჩუკური“, - წერია ლელა ბუჩუკურის წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება