სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მერცხლები ბუდეს არასოდეს ტოვებენ“- ახალბედისეულის საჯარო სკოლის პედაგოგი ნაირა ბარაბაძე ემოციურ ისტორიას გვიზიარებს
18-07-2022
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულის საჯარო სკოლის პედაგოგი ნაირა ბარაბაძე ემოციურ ისტორიას გვიზიარებს. 

მის სახლში მერცხლებმა ბუდე დაიდეს. ამბავი, რომელსაც ნაირა ბარაბაძე გვიზიარებს სწორედ მერცხლებისა და მისი ოჯახის თანაცხოვრების შესახებაა.

„მერცხლებს დედობრივი სიყვარულის ძალამ მითი დაამსხვრევინა იმის შესახებ, რომ თუ მათ ბუდეს ვინმე ან რამე შეეხება, ისინი მას აუცილებლად დატოვებენ. მე ეს არასოდეს არ მჯეროდა.
ჩემი სოფელი, ახალბედისეული, ხონის მუნიციპალიტეტშია. სახლი კიდევ სამ კიბეზეა ღია აივნით. აივანზე საწოლი დგას და ზაფხულობით კარგია მოსასვენებლად. საწოლის ზემოთ, ჭერზე, მერცხლებმა ბუდე გაიკეთეს. სავარაუდოდ, ოთხი კვერცხი დადეს და ბარტყებიც დაჩეკეს. დილაობით მაღვიძებს მათი ხალისიანი ჭიკჭიკი.
ეს ბედნიერება ხანმოკლე იქნებოდა, სახლში მე და ჩემი მეუღლე რომ დროზე ადრე არ დავბრუნებულიყავით. ეზოში შესვლისას შევამჩნიე მერცხლები მხრებჩამოყრილები, უსიცოცხლოები, ბუდისგან მოშორებით, ზურგშექცევით ისხდნენ. ეს არ მომეწონა. აივანზე ავედი და საშინელება დამხვდა - ბუდე ჩამოშლოდათ და უმწეო ბარტყები ბედად საწოლზე დაცვენილან. მერცხლების უძლურობამ და სასოწარკვეთილებამ შემძრა. მეუღლეს ვთხოვე: „ვიცი, ძალიან დაიღალე, მაგრამ მოისხი მადლი და ეს ოჯახი გადამარჩენინე!". სახლში ნაყინის ყუთი ვნახე, გამხმარი ფოთლები ჩავაფინე, ბარტყები შიგ ჩავსვით და ზუსტად ბუდის ადგილას მივამაგრეთ.
რატომ ტელეფონით ვიდეო არ გადავიღე! ჯერ ხომ სიხარულისგან კინაღამ გაგიჟდნენ. შემდეგ სადღაც გაფრინდნენ, სხვა მეცხლები მოიყვანეს. უნდა გენახათ, როგორ აჩვენებდნენ მათ თავიანთ შვილებს. ისინიც თავიანთ ენაზე ულოცავდნენ. ვიდექი აივანზე და სიხარულის ცრემლები წვიმასავით მომდიოდა. მერე ეს სხვა მერცხლები ჩემს თავზე დაფრინავდნენ. დარწმუნებული ვარ, მადლობას მეუბნებოდნენ და ჩემს ერთადერთ ჯარისკაც შვილს ლოცავდნენ. ისინი ხომ ჩვენს ჭერქვეშ ცხოვრობენ და ჩვენს შესახებ ყველაფერი იციან.
აი, ამიტომაც, მე ახლა კიდევ უფრო მაქვს მიზეზი დავრჩე ჩემს აზრზე - „მერცხლები ბუდეს არასოდეს ტოვებენ!“
ბარტყები უკვე დაიზარდნენ, დაფრინავენ და საკვების შოვნაც შეუხლიათ, თუმცა ჯერ კიდევ საჭიროებენ მშობლების მზრუნველობას და ყურადღებას“,- წერს პედაგოგი ნაირა ბარაბაძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება