სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N96 საჯარო სკოლის პედაგოგ თამარ ნანუაშვილის წარმატება ლიტერატურულ კონკურსზე
15-07-2022
-
+


თბილისის N96 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა შემოქმედებითი ხასიათის აქტივობებსა თუ კონკურსებში ყოველთვის აქტიურად ერთვებიან და ხშირად დამსახურებულადაც იმარჯვებენ.

ამჯერად, საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის ინიციატივითა და საქართველოს განათლების სამინისტროს ხელშეწყობით გამართულ ლიტერატურულ კონკურსში - „შემოქმედი მასწავლებელი“, გამარჯვებულთა შორის მოხვდა სკოლის ქართული ენის პედაგოგი თამარ ნანუაშვილი 3 - მოქმედებიანი პიესით - „ბედის გერები, ანუ ბიჭები მუყაოს ყუთებიდან“.

25 ივნისს რუსთავში, „აკადემიურ ქალაქში“, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის ორგანიზებით კონკურსში გამარჯვებულ პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.

„იყო მილოცვები, კეთილი სურვილები, რა თქმა უნდა, პოეზია, მუსიკა და სიმღერა.

ბოლოს კონკურსში გამარჯვებულ ყოველ პედაგოგს გადაეცა საპატიო სიგელი და წიგნი, რომელშიც შევიდა კონკურსში გამარჯვებული ყველა შემოქმედებითი ნამუშევარი.

ვულოცავთ ქალბატონ თამარს და ვუსურვებთ შემდგომ შემოქმედებით წარმატებებს.

თბილისის N96 საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელობასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასეთი საინტერესო კონკურსის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის, პედაგოგთა წახალისებისა და მოტივაციისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება