სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტში მონაწილეობდნენ
15-07-2022
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტში მონაწილეობდნენ. 

აღნიშნული პროექტის მიზანი სკოლის დირექციასთან თანამშრომლობით, სკოლებში ინოვატორთა კლუბების ჩამოყალიბება და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში დასაქმებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება, კარგი სამეწარმეო იდეების აღმოჩენა და მხარდაჭერა იყო.

მასში სკოლა დირექტორის, ლია ბოლქვაძის მხარდაჭერით ჩაერთო.

მათ ტრენინგი თბილისში გაიარეს. მოსწავლეები ბათუმის ტექნოპარკის შენობაში პროექტის ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ ფესტივალზე იყვნენ მიწვეული.

პროექტს - სკოლის ინოვატორთა კლუბები, ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი-rethink, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, უნივერსიტეტ ალტას მხარდაჭერით ახოციელებს.

„პროექტი ხორციელდებოდა ხულო, ქედა, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ყაზბეგი და კასპის სკოლის მოსწავლეების მიმართულებით...
მეგობარი სკოლების წარმომადგენლებთან ერთად კლუბის მუშაობისა და ინოვაციური იდეების აღმოჩენა განსახორციელებლად საინტერესო და საჭირო ტრენინგი გავიარეთ თბილისში.
ბათუმში შეხვედრამ საინტერესოდ ჩაირა. 
კომპეტენტურმა ტრენერებმა ბავშვებს მისცეს რეკომენდაცია, როგორ იპოვონ ინოვაციური იდეები, რა სჭირდებათ განსახორციელებლად და ა.შ.
შეხვედრაზე რაიონის პირველი ახალგაზრდული მუშაკი ასმათ ბოლქვაძე გვახლდა. სამუშაო გეგმა სკოლის ადმინტრაციასთან შეთანხმებით გაწერილია. დავალებებს ეტაპობრივად გავივლით.
სკოლის მოსწავლეებს ზაფხულში სამუშაოდ დატვირთული დღეები ელოდებათ.
წარმატება თითოეულს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება