სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა თიანეთის N1 სკოლის დირექტორი ნათელა კოჭლამაზაშვილი რეგიონულ კონფერენციაზე საინტერესო პროექტით წარდგა
14-07-2022
-
+


მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნათელა კოჭლამაზაშვილმა მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა რეგიონულ კონფერენციაზე სასკოლო პროექტი -„მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლები თიანეთში“ წარადგინა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები თიანეთის ტერიტორიაზე არსებულ მატერიალურ კულტურის ძეგლებს გაეცნენ. სამუშაო გუნდმა ივრის ხეობა დალაშქრა და შეისწავლა ციხე-კოშკებისა და ნატაძრალების გეოგრაფიული მდებარეობა, მათი ისტორიული წარსული და დღევანდელი მდგომარეობა.

სამუშაო პროცესში ყველა უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. პროექტის განხორციელებაში ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობაც იყო ჩართული.

„პროექტის მონაწილეებმა ისწავლეს გუნდური მუშაობა, მასალის მოძიება-დამუშავება, დაიწყეს თანამშრომლობა მუზეუმებთან და შეისწავლეს იქ დაცული ხელსაწყო-იარაღები, რითიც სრულდებოდა არამატერიალური კულტურის ძეგლის - დამბალხაჭოს დამზადების პროცესი.
პროექტზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა მისი მდგრადობა. მოსწავლეების მოძიებული და დამზადებული ფოტო-ვიდეო მასალა, ბუკლეტები, რუკები, რეკლამები, სტენდები გამოიფინა სკოლაში, რაც ხელს შეუწყობს ყოველი მომდევნო თაობის ცნობიერების ამაღლებას,  საკუთარი მიწა-წყლის ისტორიითა და იქ დაცული ძეგლების შესწავლის და მოვლის სურვილის გაღვივებას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, მასწავლებელთა რესპუბლიკურ კონფერეციაზე წარსადგენად სკოლაში შემდეგი სამი პრეზენტაცია მომზადდა:

  • სასკოლო პროექტი - ნათელა კოჭლამაზაშვილი;
  • ქართული ენისა და ლიტერატურის კომპლექსური დავალება - თამარ გორგაძე;
  • კომპლექსური დავალება ისტორიაში - ეკატერინე უშიკიშვილი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება