სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ტოპონიმის ან საუკუნის შეცდომით დაწერაში ქულა დაგაკლდებათ - ლიტერატურის გამოცდაზე შესვლამდე ეს დეტალები უნდა იცოდეთ
14-07-2022
-
+


დღეს მეორე სესიაზე აბიტურიენტების ნაწილი ლიტერატურას ჩააბარებს, ნაწილი კი ფიზიკას. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ლიტერატურის გამოცდისთის რეკომენდაციებს სთავაზობს, რომელიც აპლიკანტებმა აუცილებლად უნდა გაითვალსიწინინონ თუ მაღალი ქულის მიღება სურთ. 

ლიტერატურის ტესტზე მუშაობის დროს რამდენად მომეთხოვება, რომ დავიცვა ზედმიწევნით თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმები?
სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა ყველა შემთხვევაში მოგეთხოვებათ, თუმცა კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ენობრივი შეცდომა ან სტილისტური ხარვეზი ქულაზე არ იმოქმედებს.

ლიტერატურაში თუ ტოპონიმი ან საუკუნე შეცდომით დავწერე, ქულა დამაკლდება?
თუ თხზულების დაწერის დროს მსგავს შეცდომას დაუშვებთ, მე-7 კრიტერიუმის მიხედვით ქულა დაგაკლდებათ. იხილეთ შეფასების კრიტერიუმები.

შესაძლებელია თუ არა ლიტერატურის ტესტში შეგვხვდეს უცხოელი ავტორის ნაწარმოები?
შესაძლებელია უცხოელი ავტორის ნაწარმოები იყოს მხოლოდ წერითი დავალების ბლოკში.

ლიტერატურაში მხოლოდ საპროგრამო მასალის ცოდნა საკმარისია თუ კლასგარეშე ლიტერატურაც დაგვჭირდება?
ტესტის პირველი ნაწილი (კითხვები) მხოლოდ საპროგრამო მასალის ცოდნას ამოწმებს. მეორე ნაწილში შესაძლებელია არასაპროგრამო მასალაც შეგხვდეთ.

ლიტერატურაში შესავლის დაწერა აუცილებელია, თუ პირდაპირ შეგვიძლია დავიწყოთ წერა?
თუ როგორ ააგებს თხზულებას აბიტურიენტი, ეს ინდივიდუალურად მისი გადასაწყვეტია. მთავარია, უპასუხოს იმ მითითებებს, რომლებსაც დავალების პირობა ითვალისწინებს.

რა პრინციპით შედის ლიტერატურული ნაწარმოებები ტესტში?
კითხვების ნაწილში  ქართული ლიტერატურის სამივე პერიოდის (ძველი, ახალი, უახლესი) საპროგრამო მასალა ქულების მიხედვით მეტ-ნაკლებად თანაბრად არის განაწილებული.

თუ ყველა მხატვრულ საშუალებას ამოვწერ და გამომრჩება, მაგ., ჰიპერბოლა, ქულა დამაკლდება?
ტექსტებიდან ყველა მხატვრული საშუალების ამოწერა აუცილებელი არ არის. ნაწერში უნდა ჩანდეს, რომ აბიტურიენტს კონკრეტულ ტექსტში ძირითადი მხატვრული  საშუალებების ამოცნობა, კლასიფიკაცია და ფუნქციის განსაზღვრა შეუძლია.

დაახლოებით რამდენი მაგალითია საჭირო თხზულებაში, რომ იგი სრული იყოს?
თუ მაგალითებში ტესტში მოცემული ტექსტებიდან მოხმობილ საარგუმენტაციო მასალას გულისხმობთ, არ არის საჭირო წერითი დავალება ციტატებით გადაიტვირთოს. თუ ლიტერატურული პარალელების შესახებ გვეკითხებით, რაოდენობა მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია, რამდენად ზუსტია მოხმობილი მაგალითი.

ლიტერატურაში ორი ტექსტიდან შეგვიძლია ერთი ავირჩიოთ?
ლიტერატურის ტესტში ასარჩევი დავალება არ არის. ორივე ტექსტი ერთი დავალების შესასრულებლად არის საჭირო. ყურადღება მიაქციეთ დავალების მითითებებს და მიხვდებით, რომ ორივე ტექსტზე უნდა იმსჯელოთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

რამდენპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს აბიტურიენტმა პროფესიულ პროგრამაზე რომ ჩაირიცხოს

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება