| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ- ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპის მონაწილეებმა - მარიამ აჩელაშვილმა, ლაზარე ფანჯაკიძემ, მარიამ აჩელაშვილმა, არმაზი აბულაძემ და თამარა მაისურაძემ ოქროს სიგელები დაიმსახურეს. მათ შორის არმაზი აბულაძე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მე-2 ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში მოხვდა და მე-7 დაიკავა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
„კოთელიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - არმაზ აბულაძემ, მარიამ ნოდარის ას აჩელაშვილმა, მარიამ ნიკოლაის ას აჩელაშვილმა, ლაზარე ფანჯაკიძემ და თამარა მაისურაძემ მონაწილეობა მიიღეს ახალქალაქის „ეტალონში“ და ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ სკოლა მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს მონაწილეობისთვის, ხოლო არმაზ აბულაძეს საუკეთესო ათეულში მეშვიდე ადგილის დაკავებისთვის, წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მონაწილეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
11 ივლისს კონკურსის პირველი ეტაპი ახალქალაქელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შერჩეული მოსწავლეები, ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 13 ივლისს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ