სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

სააღდგომო უცნაურობები - როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყანაში
23-04-2019
-
+


„ქრისტე აღდგა!“- „ჭეშმარიტად აღდგა!“, წითელი კვერცხის მიჭახუნება და პასკები, გემრიელი არომატით. ჯეჯილი, როგორც ახლად დაბადების სიმბოლო და რწმენით გადმოსული სააღდგომო ცეცხლი. 

ასე ეგებებიან ბრწყინვალე დღესასწაულს საქართველოსა და ბევრ სხვა ქვეყანაში. ამავდროულად, არსებობს უჩვეულო და უცნაური ტრადიციები, რომლებიც აღდგომას უკავშირდება.  

Etaloni.ge-სთან ერთად გაეცანით სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო უცნაურობებს: 

საფრანგეთში
აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე ზარების რეკვა წყდება, მძიმე კვირიდან გამომდინარე. არსებობს ლეგენდა „მდუმარე შაბათსა“ და მფრინავ ზარებზე, რომლებიც ბოლო კვირას ტოვებენ სამრეკლოს და  მდუმარებით რომში მიფრინავენ პაპის სანახავად, იქიდან კი შეღებილი კერცხებითა და ტკბილეულით ბრუნდებიან.  
 


კვიპროსში აღდგომას ხმაურიანად ხვდებიან. დღესასწაულზე უსარგებლო, ძველ ნივთებს ერთად აგროვებენ და ქუჩებში წვავენ, შემდეგ კი ცეცხლის ირგვლივ ილხენენ. ხშირად სიტუაცია იმდენად უკონტროლო ხდება, რომ სახანძროსა და პოლიციის ჩარევაა აუცილებელი. 
 


ნორვეგიაში სააღდგომოდ მთელი ოჯახი ერთად იკრიბება და მკვლელობის ისტორიებს განიხილავს. უყურებენ და კითხულობენ დეტექტივებს, წინასწარმეტყველებენ დამნაშავესა და დაზარალებულს. ტრადიცია იმდენად გავრცელებულია, რომ ნორვეგიული ტელეარხები სააღდგომოდ თავიანთ პროგრამას დეტექტივებით ცვლიან. რძის მწარმოებელი კომპანია კი, შეფუთვაზე მკვლელობის ისტორიებს სთავაზობს მომხმარებელს.



დანიაში აღდგომა ჰელოვინის მსგავსად აღინიშნება. ბავშვები, სხვადასხვა პერსონაჟის ფორმაში გადაცმულნი, ქალაქის ქუჩებში დადიან და ტკბილეულს აგროვებენ, სანაცვლოდ კი ტირიფის ტოტებს გასცემენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება