სიახლეები
სკოლები

„ძველი და ახალი თელავი“ - თელავის N9 საჯარო სკოლა მასშტაბურ ღონისძიებაზე საინტერესო პროექტით წარდგა
13-07-2022
-
+


თელავის N9 საჯარო სკოლა პროექტის - „მდგრადი განვითარება“ ფარგლებში შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-წარდგენაში მონაწილეობდა. 

გამოფენა აკურის საჯარო სკოლის სივრცეში გაიმართა და მასში თელავის, ახმეტის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიცპლალიტეტის სკოლების დირექტორები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, მასწავლებლები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მასშტაბურ ღონისძიებაზე სკოლამ შთამბეჭდავი პროექტი - „ძველი და ახალი თელავი“ წარადგინა. პროექტი სკოლაში ორი წელია წარმატებით მიმდინარეობს, მასში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები და მათი კლასის ხელმძღვანელები აქტიურად არიან ჩართულნი და თავიანთი წვლილი შეაქვს კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობაში.

„11 ივნისს, შაბათს, დილიდანვე უჩვეულო ფუსფუსი და გამოცოცხლება იყო სსიპ აკურის საჯარო სკოლაში. მას ოთხი მუნიციპალიტეტის (თელავის, ახმეტის, გურჯაანისა და ყვარლის) სკოლების დირექტორები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, მასწავლებლები და მოსწავლეები სტუმრობდნენ. პანდემიის შემდეგ ეს პირველი, განსაკუთრებული შეხვედრა იყო.

სკოლის ორი სართულის ვრცელ და ფართო დერეფნებში პროექტ „მდგრადი განვითარების“ ფარგლებში შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-წარდგენა ეწყობოდა. რას არ ნახავდით აქ: ბანერებს, პლაკატებს, მოსწავლეთა ნამუშევრებს, ნახატებსა თუ ხელით ნაკეთებ ნივთებს. მასპინძლები გვეხმარებოდნენ, გვითითებდნენ ადგილებს. ყველა საქმიანად თავის კუთხეს აწყობდა, ხოლო ამ ღონისძიების ორგანიზატორი, ჩვენი ქოუჩი, ქ-ნი მაია ლაპიაშვილი ყველას თავს დაგვტრიალებდა, ყურადღებას თანაბრად გვინაწილებდა.

ღონისძიება 12 საათზე დაიწყო.მასწავლებელთა სახლის დირექტორმა, ბ-ნმა ბერიკა შუკაკიძემ ვრცლად ისაუბრა 21-ე საუკუნის გამოწვევებზე, მოსწავლეებს მაგალითების მეშვეობით, მარტივად აუხსნა საგანმანათლებლო სისტემის თანამედროვე მოთხოვნები, ხოლო ქ-ნმა მაია ბლიაძემ მდგრად განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

საზოგადოებას სიტყვებით მიმართეს რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა, რის შემდეგაც სტუმრებმა თითოეული სკოლის კუთხე მოინახულეს, მოისმინეს მათი პროექტების შესახებ, განსაკუთრებით აინტერესებდათ თავად მოსწავლეთა აზრები, შეხედულებები, შეფასებები.

ჩვენმა სკოლამ ჩვენი პროექტი “ძველი და ახალი თელავი“ ერთ მოზრდილ ბანერზე განვათავსეთ. პროექტი ორი წელია წარმატებით მიმდინარეობს სკოლაში, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელთა აქტიური ხელმძღვანელობით, ეცნობიან, იძიებენ, სწავლობენ ჩვენი უძველესი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს. თელავი ხომ ამ თვალსაზრისით ამოუწურავი საგანძურია. დასრულებულ პროექტებს კი სხვადასხვა პრეზენტაციებით ერთმანეთს უზიარებენ.

მიმდინარე სასწავლო წელს ძალიან საინტერესო იყო მე-7 (გ) კლასის მიერ განხორციელებული პროექტი „შუამთის სკიტები“ (კლასის ხელმძღვანელი ნათელა თამოევი), რომელიც ამ კლასის მოსწავლეებმა მარიამ ძამუკაშვილმა და თიკა დალაქიშვილმა წარადგინეს გამოფენაზე.

არსებობს მრავალი სახისა და ტიპის მონასტერი, თუმცაღა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული და საინტერესო იყო სკიტები, რომლებიც შედარებით განმარტოებულ ადგილებში ,ამ შემთხვევაში კი შუამთის ტყეში მდებარეობს. ზოგადად სკიტები წარმოადგენს მცირე ზომის მონასტრებს,რომლებიც უმეტესწილად,მეტად დიდი ტაძრების მახლობლად იქმნებოდა მრავალრიცხოვანი ბერებითა და შედარებით მკაცრი წესდებით.

სკოლის პროექტიდან გამომდინარე, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას შეეხებოდა, ჩვენმა კლასმა შუამთის შესახებ პროექტის დაგეგმვა დავიწყეთ, ეთო მასწავლებლისა და მარინა მასწავლებლის დახმარებით შევადგინეთ გეგმა, ჩამოვწერეთ აქტივობები და შევუდექით პროექტის განხორციელებას.

ერთ მზიან დღეს ჩვენი კლასი, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად, შუამთისკენ გავემგზავრეთ. თელავიდან შუამთისკენ შეგვხვდა შუამთის წყარო. აქ უკვე მანქანები დავტოვეთ და ფეხით გავაგრძელეთ გზა,რადგან სამანქანო გზა გაფუჭებული იყო.გავუყევით ტყეში შემავალ დიდ, ლამაზ და ფერადი ფოთლებით სავსე ბილიკს. ფოთლოვან ტყეში სიარულით გართულებმა ვერც კი გავიგეთ, როგორ მივადექით ეკალ-ბარდებში ჩაფლულ სკიტის გალავანს. ის საკმაო სიგრძისაა და ბოლომდე მისი ნახვა ვერც შევძელით,ხოლო სკიტამდე მისასვლელი ბილიკი ჩვენი თანაკლასელის მამამ გაგვითავისუფლა. სამწუხაროდ, კარები დაკეტილი დაგვიხვდა,ბოქლომი ედო,ამიტომ სანთლები იქვე ქვებზე დავანთეთ,კედლები რომ არ დაგვეზიანებინა. გზა განვაგრძეთ და ულამაზეს ბილიკს გავუყევით. შევამჩნიეთ,რომ ზევიდან ახალი შუამთის მონასტერი დაგვცქეროდა და გვილამაზებდა ხედს.ცოტა მანძილიც გავიარეთ და ფოთლოვან ტყეში მეორე იდუმალი სკიტიც გამოჩნდა. პირველი სკიტისგან განსხვავებით იგი ბევრად მოწესრიგებული და მოვლილი დაგვხვდა.თუმცაღა ისიც დაკეტილი იყო. მის კართან კი ხატები იყო ლამაზად დაბრძანებული. ერთ-ერთი მშობლის მოსაზრებითა და თქმით, სკიტი მუშკუდიანების გვარის მოვლა-პატრონობის ქვეშაა და საგვარეულო სალოცავად თვლიან.რაღა თქმა უნდა, იქაც მოვილოცეთ და სანთელი დავანთეთ.რის შემდგომაც ისევ და ისევ გზა გავაგრძელეთ. დიდი ფოთლებით აჭრელებული გზის გავლის შემდეგ კვლავ ნანგრევებს მივადექით,რომლებიც,მასწავლებლის თქმით, ხიდის ნარჩენები ყოფილა.ამ ხიდთან ახლოს ძველად ეკლესიაც იყო ნაგები,სადაც ბერები მოღვაწეობდნენ.აქვე ძველი გზაა,რომელსაც გავუყევით დიდი აღფრთოვანებით,რადგან თურმე ძველად სწორედაც რომ ამ გზით სარგებლობდნენ ბერები. გზას გავუყევით და როგორც იქნა გამოვედით ახალი და ძველი შუამთის მონასტრებისაკენ გამავალი გზის გასაყართან.

ჩვენი პროექტის მეორე აქტივობა თელავის მუნიციპალიტეტის არქიტექტორთან. ბატონ მალხაზ ბაღუაშვილთან სტუმრობა იყო. გვინდოდა ჩამოგვერთმია ინტერვიუ სკიტებთან დაკავშირებით, რადგან ვიცოდით, რომ იგი ხელმძღვანელობდა 2006-2007 წელს რესტავრაციას ბანკ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით. ინტერვიუსას ძალიან ბევრ კითხვას გაეცა პასუხი და, ამავდროულად, მრავალი ახალი ინფორმაცია . სამწუხაროდ, სკიტების შესახებ აბრა ვერ გავაკეთეთ, რადგან მეუფე დავით ალავერდელმა ამის კურთხევა არ მოგვცა. თავად აქვს შემუშავებული პროექტი და წარდგენილი საპატრიარქოში, ვფიქრობთ, ჩვენმა დაწყებულმა პროექტმა მიზანს მიაღწია,რადგანაც გავაგებინეთ სკიტების შესახებ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და შევიტანეთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობაში. მაგრამ ამით არ დასრულებულა ჩვენი აქტივობები, კვლავ ვაპირებთ შემოდგომაზე ვეწვიოთ და დავასუფთავოთ პირველი სკიტის მიმდებარე ტერიტორია და გალავნის შიგნით არსებული მიდამოც. ჩვენი აზრით ,ამგვარი პროექტების მეშვეობით ბევრ უნარს გამოვიმუშავებთ. არამარტო ჩვენ, არამედ ჩვენი მშობლებიც სწავლობენ საკუთარი ქალაქის ისტორიული ძეგლების მოფრთხილებას.

გავუფრთხილდეთ, გავითავისოთ და დავიცვათ ჩვენი ისტორიული ძეგლები და უძველესი კულტურული მემკვიდრეობა!!!“,- ვკითხულობთ რეფორმის ჯგუფის წევრის, მარინე სეხნიაშვილის წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

დასაქმებულთათვის 2026 წლის 5-6 იანვარი განისაზღვროს უქმე დღეებად, - საქართველოს მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ისტორიის საგამოცდო პროგრამაში... - ცვლილებები სრულად

ქართულის საგამოცდო პროგრამა გაიზარდა: „ჰაკი აძბა“, „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, „გოგჩა“... კიდევ რისი ჩაბარება მოგიწევთ 2026 წლის ეროვნულებზე

2026 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამები საგნების მიხედვით გამოქვეყნდა

სკოლის ნიშნები უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად და გამოცდები დაწყებით-საბაზო საფეხურებზე - ცნობილია, რა ცვლილებებს ითვალისწინებს 2026 წლის ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„მინდა, თუნდაც ისევ 15 წლის შემდეგ ქეთის ვხედავდე, როგორც ძლიერ, შემდგარ, ცნობილ, პროფესიონალ პიროვნებას“

I-V კლასელების კატეგორიაში გამარჯვებულ ლახამულას სკოლიდან კონკურსში 15 მოსწავლე მონაწილეობდა

 

 

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება