| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა წარმატებას სკოლა საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.
მათ შორის ერთ-ერთია ლიზი ხარშილაძე, რომელმაც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონკურსში - „ჩვენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ“ წარმატებით იასპარეზა და დიპლომი დაიმსახურა.
მოსწავლეს დიპლომი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ივანაშვილმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საზეიმოდ გადასცა.
სკოლის დირექტორი ინა ბიწაძეს მოსწავლის წარმატება ახარებს და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობას უხდის.
„უღრმესი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ლევან ივანაშვილს და ჩვენს წარმატებულ მოსწავლეს, ლიზი ხარშილაძეს. ძალიან გაგვახარეთ!“,- აღნიშნულია დირექტორის წერილში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ