სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რამდენი გამსწორებელი ამოწმებს მასწავლებელთა საგამოცდო ნამუშევრებს და როდის გახდება შედეგები ცნობილი?
14-07-2022
-
+


მასწავლებელთა საგამოცდო შედეგები გამოცდის ჩატარების დღიდან არაუგვიანეს 60 დღეში გამოქვეყნდება. ამის შესახებ საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, თითოეული აპლიკანტის ნაწერს ორი დამოუკიდებელი გამსწორებელი შეაფასებს. თუ ორივე შეფასება ერთმანეთს არ დაემთხვევა, ტესტს მესამე გამსწორებელი შეამოწმებს და საბოლოო ქულასაც ის განსაზღვრავს.

გაეცანით დეტალებს:

  • ნაშრომები სწორდება შესაბამისი ტესტირების დასრულებიდან 60 დღის ვადაში.
  • გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ ნაშრომი.
  • ტესტის შინაარსის გათვალისწინებით ნაშრომები სწორდება:

    ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;

    ბ) ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად ორჯერ და მეორე გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა. პასუხების ფურცელში/ნაშრომში შემავალი ტესტური დავალების შეფასებაში ცენტრის მიერ დადგენილი სხვაობის შემთხვევაში შესაბამისი ტესტური დავალება სწორდება მესამე გამსწორებლის მიერ. მესამედ გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა.

არ გასწორდება:

ა) პასუხების ფურცელი/პასუხების ფურცლის ის ნაწილი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;

ბ) ტესტირების პრაქტიკული ნაწილის ტესტურ დავალებაზე აპლიკანტის მიერ გაცემული პასუხი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება