სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი შემეცნებითი ტური
12-07-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად, წარმატებით დასრულდა.

7 ივლისს XIბ კლასის მოსწავლეებისთვის დასამახსოვრებელი ექსკურსია განხორციელდა და სასწავლო წლის დასასრული კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა.

„XIბ კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები, მასწავლებლები: ირინა ალავიძე, ნინო ლობჯანიძე, სკოლის ექიმი თამარ ფანჯულიძე, სტუმარი პეტერბურგში მცხოვრები ქართველი ირინა ჯანელიძე - ისიც ფიზიკის პედაგოგი, დამრიგებელ ნატო ჯოხაძესთან ერთად ვიმყოფებოდით ექსკურსიაზე მარშრუტით: წყალტუბო - ყაზბეგი - დარიალის ხეობა - წყალტუბო.

ექსკურსიის მიზანი იყო უკეთ გავცნობოდით საქართველოს ამ ულამაზეს მხარეს, მის ღირშესანიშნაობებს, უფრო მეტად შეგვეგრძნო ჩვენი სამშობლოს ბუნებისა და ისტორიის სიყვარული, კიდევ უფრო მეტად გავცნობოდით ჩვენი ქვეყნის ამ ნაწილის ისტორიას და მნიშვნელოვან ფაქტებს.

მოვილოცეთ ანანურის ტაძარი, გერგეთის სამება, ლარსის ღვთისმშობლის მიძინებისა და მთავარანგელოზთა ტაძრები. ნახულმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ყველანი, ვინც გახლდით ექსკურსიაზე, მონუსხულები დავრჩით ანანურის ციხის ხილვითა და მისი დაარსების ისტორიით, აღფრთოვანება გამოიწვია გერგეთის ტაძარმა და ლარსის ღვთისმშობლის მიძინებისა და მთავარანგელოზთა ტაძრების ხილვამ. სწორედ მათზეა ნათქვამი „ნეტავ ვინ აგაგო, რა ხელმა აგაგო“. ულამაზესია დარიალის ხეობა და ულამაზესია ჩვენი საქართველო თავისი კუთხეებით, კულტურით, ტრადიციებითა და ისტორიით.

მადლობა XIბ კლასის მშობლებს გვერდში დგომისა და ფინანსური მხარდაჭერისათვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება