სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალი სამგორის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს - ანა ბუთურიშვილს და ელისო წიკლაურს კომპიუტერები გადაეცათ
12-07-2022
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს - ანა ბუთურიშვილს და ელისო წიკლაურს წარჩინებული სწავლისათვის კომპიუტერები გადაეცათ.

„საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში იმ მოსწავლეებს, რომლებმაც სწავლის საბაზო საფეხური დაასრულეს ათი ქულით დამრგვალების გარეშე, გადასცა პორტაბელური კომპიუტერები.

მათ შორის არიან ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც - ანა ბუთურიშვილი და ელისო წიკლაური.

ვულოცავთ მათ ამ წარმატებას დიდი სიყვარულით და ვუსურვებთ კვლავაც მრავალგზის წინსვლას“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება