სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა საერთაშორისო კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა
12-07-2022
-
+


თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში ერთვებოდნენ.

მოსწავლეთა გუნდი „ცოდნა“, პედაგოგ ლია ქობულაშვილი-თურქაძის ხელმძღვენელობით, საერთაშორისო კონკურსში STEM Alliance - Minecraft: Education Edition Competition 2022-ში მონაწილეობდა.

ისინი კონკურსში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, საკუთარი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და პირველი ადგილი დაიკავეს. 

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ. 

„დიდი მადლობა, პედაგოგებს ლია ქობულაშვილს, მანანა ტალახაძეს, თამთა მოსეშვილს, სოფო კაკაჩიას, ნინო გვილავსა და მოსწავლეთა გუნდებს, აქტიური მონაწილეობის, სკოლისა და ქვეყნის ღირსეულად წარდგენისთვის, გამარჯვებისთვის!!! 
რა თქმა უნდა, მადლობა STEM Alliance და Microsoft-ს, რომლის ეგიდითაც ჩატარდა ეს კონკურსი, ამასთანავე, Microsoft Showcase School-ის გუნდს, მხარდაჭერისთვის.
ჩვენ, სკოლის ადმინისტრაცია, აუცილებლად გავაგრძელებთ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის მაქსიმალურ ხელშეწყობას, იმისათვის, რომ თბილისის 71-ე საჯარო სკოლა, ყოველთვის იყოს ინტელექტუალური, ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული, საშინაო და საერთაშორისო კონკურსების, აქტიური, კონკურენტუნარიანი, წარმატებული მონაწილე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება