სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აწყურის საჯარო სკოლის დასმა თეატრალურ ფესტივალში გაიმარჯვა 
12-07-2022
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა თეატრალურ ფესტივალში გაიმარჯვა. 

„მაკ ჯორჯიას თეატრალურ ფესტივალ 2022“-ზე მოსწავლეები სპექტაკლით „პატარა პრინცი“ წარდგნენ. სპექტაკლის რეჟისორები - ლექსო ჩემია და ანი ხუბუტია გახლავთ.

აწყურის საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს, ფესტივალის ორგანიზატორებს კი მადლობას უხდის. 

„აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული პროექტ მაკ ჯორჯიას მიერ ორგანიზებულ თეატრალურ ფესტივალში. ამჯერად, „მაკ ჯორჯიას თეატრალური ფესტივალი 2022“-ს მასპინძლობდა ჩოხატაურის კულტურის სახლი, სადაც წარმოდგენილი იყო 10 პარტნიორი სკოლის თეატრალური დასი. 

ფესტივალს ჰყავდა ობიექტური ჟიური - ჩოხატაურის ყველა საჯარო და კერძო სკოლიდან წარმოდგენილი მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდი. სწორედ ამ ახალგაზრდებმა ფარული კენჭისყრით გამოავლინა ფესტივალში მონაწილე საუკეთესო დასი და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მსახიობები. ფესტივალის გამარჯვებული გახდა აწყურის საჯარო სკოლა სპექტაკლით - „პატარა პრინცი“. ასევე გვყავს გამარჯვებული ნომინაციაში - „წლის აღმოჩენა“ (ქალი) - სალომე გაჩეჩილაძე.

აწყურის საჯარო სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს და მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებს და რეჟისორებს ახალგაზრდა თაობის ნიჭიერების ხელშეწყობისა და წარმოჩენისთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება