| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

უფროსმა და წამყვანმა მასწავლებლებმა 14 და 15 ივლისს გამოცდა პროფესიულ უნარებში ჩააბარეს. პროფესიული უნარების გამოცდა ერთ-ერთი ნაბიჯია, რომელიც კარიერული წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა უნდა ჩააბარონ. შემდეგ კი ისინი პრაქტიკული საქმიანობის მხრივ შეფასდებიან.
მთავრობის დადგენილებით, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“ შესული ცვლილების თანახმად, აპლიკანტებს, რომლებიც გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ, ქულა 3 წლის ვადით შეენახებათ. მასწავლებელმა, სტატუსის ამაღლებისთვის, გამოცდის ჩაბარებიდან 3 წელში უნდა მოასწროს პრაქტიკულ ნაწილშიც დადებითი შეფასების მიღება. კერძოდ, გარე დაკვირვების გავლა და პორტფოლიოს შეფასება.
„წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დაწესებულ ზღვარს. პირს გამოცდაზე მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, პირს უფლება აქვს, მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი“ - წერია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. წამყვანობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ მინიმუმ 43 ქულა; მენტორობის მსურველმა კი - ტესტის მაქსიმალური ქულის 75 % -ზე მეტი, ანუ მინიმუმ 53 ქულა.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სასკოლო ფორმების გაყიდვა 2 ნოემბრიდან დაიწყება
„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა