სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ დავგეგმოთ პროექტი და რას მოუტანს პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს? - ის, რაც ყველა მასწავლებელმა უნდა იცოდეს
01-08-2022
-
+


პროექტის დაგეგმვა და მისი უპირატესობები არა მხოლოდ წამყვანობისა და მენტორობის მსურველებმა, არამედ ყველა მასწავლებელმა უნდა იცოდეს, სწორედ ამიტომ, მოკლედ გიზიარებთ იმ ძირითად ინფორმაციას, რაც უნდა იცოდეთ.

საპროექტო განაცხადის შევსებისას თავდაპირველად ივსება თავფურცელი, სადაც ზოგადი ინფორმაცია იწერება, შემდეგი სქემა კი ასეთია:

  • პრობლემის განსაზღვრა - იგულისხმება იმ პრობლემის ხაზგასმა, რომელთა გამოც გეგმავთ პროექტის განხორციელებას,
  • მიზანი და ამოცანები - მოკლედ ჩამოყალიბებული მიზანი, თუ რისი მიღწევა გსურთ და რა ამოცანებს სახავთ,
  • სამიზნე ჯგუფი - ბენეფიციარები
  • განხორციელების გზები - ნაბიჯები დასმული ამოცანების შესასრულებლად,
  • სამუშაო გეგმა - გულისხმობს პროექტის დროში გაწერას და აქტივობებს,
  • ბიუჯეტი რესურსები - იმ რესურსების ჩამონათვალია, რომელთა საშუალებითაც უნდა განხორციელდეს პროექტი,
  • შედეგები - ყოველი ამოცანის გადაჭრის შემდეგ მიიღება კონკრეტული შედეგი, ამიტომ აქ უნდა აღწეროთ მოსალოდნელი შედეგები.
პროექტში ჩართული მოსწავლეები უნდა შეფასდნენ იმ კრიტერიუმებით, რომელიც მასწავლებელს წინასწარ ექნება განსაზღვრული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი შეიძლება შესრულდეს წყვილებში, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, გარდა ამისა, პროექტის განხორციელება შეიძლება არა მხოლოდ ერთ საგანში, არამედ შესაძლებელია საგანთა ინტეგრაცია.

რას მოუტანს პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს?

პროექტზე მუშაობა მოსწავლეებისგან მოითხოვს შემოქმედებით მიდგომას, ხელს უწყობს დაგროვილი ცოდნის გააქტიურებას, ემყარება სხვადასხვა საგნობრივი ცოდნის ურთიერთდაკავშირებას და უყალიბებს მათ პრობლემის ანალიზის, მიზნების ჩამოყალიბების, ამოცანების დასახვისა და გადაჭრის უნარს, ასევე მოსწავლეები სწავლობენ ცოდნის შემოქმედებითად გამოყენებასა და ურთიერთთანამშრომლობას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

როდის მრგვალდება მოსწავლის ქულა მთელის სიზუსტით და როდის არა

საბაზო საფეხური წარჩინებით 14 600-მა მოსწავლემ დაამთავრა - ბიუჯეტი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
„მადლობა, თითოეულ მოსწავლეს ამ ლამაზი და შინაარსიანი საღამოსთვის“
 
მარიამმა დამაჯერებლად გააცნო საერთაშორისო აუდიტორიას ქართული კულტურა და დამწერლობის ისტორია
 

გორელოვკის N2 საჯარო სკოლა​ში თარიღს გამორჩეულად გამოეხმაურნენ

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება