სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რა არ უნდა გააკეთონ მასწავლებლებმა ზაფხულის არდადეგებზე?
21-07-2022
-
+


ზაფხულის არდადეგებთან დაკავშირებით ყველას საკუთარი მოლოდინები და გეგმები აქვს. რა თქმა უნდა, მათ შორის არიან მასწავლებლებიც. არსებობს სხვადასხვა რეკომენდაცია, თუ რა უნდა გააკეთონ მასწავლებლებმა ზაფხულის არდადეგებისას, თუმცა საინტერესოა ისიც, რა არ უნდა გააკეთოთ შვებულების პერიოდში თუკი მასწავლებლი ხართ.  არაერთი კვლევა ადასტურებს იმას, შვებულების ნაყოფიერად გამოყენებისა და მთელი წლის განმავლობაში დარახჯული ენერგიის აღსადგენად, უმჯობესია თუკი სამუშაო სივრცეს მაქსიმალურად მოერიდებით. 

მთელი ზაფხული სკოლაზე ფიქრში არ გაატაროთ

ძნელია, რომ მასწავლებელმა სკოლიდან ყურადღება ერთბაშად სხვა საკითხებზე გადაიტანოს, თუმცა ზაფხული ამისთვის შესაფერისი დროა. სრულიად ჯანსაღი და ნორმალური პროცესია, თუ თქვენ სკოლაზე, გაკვეთილის გეგმებსა და მოსწავლეებზე ფიქრს შეწყვეტთ. ასე ახალი სასწავლო წლისთვის დასვენებული და ბევრად უფრო მობილიზებული იქნებით.

არ აუხსნათ სხვებს, თუ რატომ ისვენებთ ამდენი ხანი

ზაფხულში შვებულება სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელს სხვადასხვა დროით აქვს. ის რომ მასწავლებლები ზაფხულში უფრო დიდი ხნის განმავლობაში ისვენებენ, განხილვის საგანი ხდება ხოლმე. უნდა გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი პროფესიის ნაწილია. თქვენ, როგორც პედაგოგს, ასეთი ხელშეკრულება და შრომითი პირობები გაქვთ. შესაბამისად, თქვენი შვებულების პერიოდიც სამართლიანია. ამიტომ იმ ადამიანებს, ვისაც უკვირთ, თუ რატომ ისვენებთ ამდენი ხანი, უთხარით, რომ ეს მასწავლებლობის უპირატესობაა და ზაფხულში უბრალოდ დაისვენეთ.

არ წაიკითხოთ მასწავლებლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები

თუ გსურთ ზაფხულის არდადეგები სახელმძღვანელოების კითხვას, მათემატიკურ საუბრებს ან მოსწავლეებთან ურთიერთობასთან დაკავშირებული ხერხების შესწავლას დაუთმოთ, შესანიშნავია! თუმცა, თუ თქვენ ამ ყველაფერს სკოლა არ გავალებთ, უმჯობესი იქნება, თუ მეტ დროს საკუთარ თავს დაუთმობთ და სხვა სახის ლიტერატურას წაიკითხავთ. ამით გონებას ნამდვილად დაასვენებთ.

სკოლაში საათები არ გაატაროთ

თუ სკოლაში წასვლა ნამდვილად გსურთ, უნდა წახვიდეთ, თუმცა, უმჯობესია, რომ სანამ ვალდებული არ იქნებით, იქ მისვლისგან თავი შეიკავოთ. ფაქტია, რომ მასწავლებლობა უამრავ პასუხისმგებლობასა და გამოწვევასთანაა დაკავშირებული. პედაგოგებს სურთ, რომ თავიანთი კლასები საუკეთესო იყოს. ამისთვის კი ხშრად, თავისუფალ დროსაც იყენებენ. მასწავლებლებმა უნდა გაიაზრონ, რომ ამით საკუთარ თავს სტრესის ქვეშ ამყოფებენ და ჯანმრთელობასაც იზიანებენ. სინამდვილე ისაა, რომ არც იდეალური კლასი არ არსებობს და თანაც, თქვენი თავისუფალი დრო თქვენთვის უნდა გამოიყენოთ და კუთვნილი შვებულებით დატკბეთ.

არ არის აუცილებელი საკლასო ოთახი მთლიანად განაახლოთ

ახალი სასწავლო წლისთვის ყველა განსაკუთრებულად ემზადება. მასწავლებელები ცდილობენ, რომ სიახლე საკლასო ოთახებშიც კი შეიტანონ, რაც აუცილებელი სულაც არაა. თუ გასულ წელს თქვენს მიერ შერჩეულმა თემამ და სტილმა გაამართლა, ახალ სასწავლო წელსაც ასე იქნება. ამიტომ კლასი ისე დატოვეთ, როგორც იყო.

არ შეუშინდეთ ახალი ჰობის ძიებას

სასწავლო წელი ძალიან დამღლელია და მასწავლებლებს იმის შანსი, რომ სრულყოფილად დაისვენონ მხოლოდ ზაფხულში ეძლევათ. ჩათვალეთ, რომ ზაფხული თქვენი დროა. გამოიყენეთ ეს დრო ისე, როგორც გსურთ. შვებულების პერიოდში შეგიძლიათ ახალი ჰობიც იპოვოთ. წადით ლაშქრობაში, ისწავლეთ რაიმე ხელსაქმე, უყურეთ ფილმებს და თავი სხვადასხვა რამეში გამოსცადეთ.

არ გააკეთოთ არაფერი, რისი გაკეთებაც არ გსურთ

თქვენი შვებულების პერიოდი თქვენთვის გამოიყენეთ. არავის მისცეთ საკუთარ თავს იმის უფლება, რომ ის გააკეთოთ, რაც სხვებს სურთ. მაგალითად, თუ თქვენი კოლეგები სასკოლო საქმეების მოგვარებას გეგმავენ, სულაც არაა აუცილებელი, რომ მათ შეუერთდეთ. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულში ძალები აღიდგინოთ და ახალ სასწავლო წელს განახლებული ენერგიით შეხვდეთ.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

აღმზრდელ-პედაგოგთა ახალი სახელფასო პოლიტიკასა და საბავშვო ბაღებზე პრემიერი პარლამენტში ისაუბრებს

მასწავლებლებისთვის - საგამოცდო დრო, მაქსიმალური ქულები და შეფასების კრიტერიუმები საგნების მიხედვით, ცნობილია

ცნობილია, რა კრიტერიუმებით შეაფასებენ აბიტურიენტების ნაშრომებს და რა იქნება თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დრო

 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

პატარებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს, რომელიც სავსე იყო აღმოჩენებით, შემოქმედებითობითა და ფრენის სიყვარულით

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება