სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლამდელები - skolamdelebi.ge

ოზურგეთის N2 სკოლის მომავალ მოსწავლეებს კომპანია „ვასაძის პურის“ სახელით „პირველკლასელთა აკადემია“ საჩუქრად გადაეცათ
23-06-2022
-
+


ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მომავალი მოსწავლეები სასკოლო ცხოვრებას „პირველკლასელთა აკადემიის“ დახმარებით მომზადებულნი შეხვდებიან. მომავალ პირველკლასელებს უნიკალური წიგნი-რვეული კომპანია „ვასაძის პურის“ სახელით, საზეიმოდ, ბაღის გამოსაშვებ ღონისძიებაზე გადაეცათ. 

ათასობით პირველკლასელი წელს პირველად შეაბიჯებს ცოდნის ტაძარში. „პირველკლასელთა აკადემია“ ბავშვებს და მათ მშობლებს ერთად მოამზადებს სასკოლო ცხოვრების გამოწვევებისთვის და ცოდნის მიღების დიდი გზის დასაწყისს გაუმარტივებს. „პირველკლასელთა აკადემიამ“ უკვე მოიცვა მთელი საქართველო, ათეულობით მუნიციპალიტეტში აპრობირებული წიგნი-რვეული ბავშვის სასკოლოდ მოსამზადებლად საუკეთესო რესურსია. მისი მთავარი მიზანი კი ბავშვებისთვის სწავლის შეყვარებაა.

საბედნიეროდ, „ეტალონს“ და მის პროექტებს ჰყავს ისეთი თანამოაზრე კომპანიები და ბიზნესმენები, ვინც კარგად ხვდება, რომ ქვეყნის მომავალ თაობაზე, მათ განათლებაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდანვე აუცილებელია. „პირველკლასელთა აკადემია“ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სწორედ ასეთი ბიზნესმენის, წარმოშობით ოზურგეთელი მერაბ ვასაძის ინიციატივით, კომპანია „ვასაძის პურის“ სახელით გადაეცათ. მუნიციპალიტეტში წიგნები თავად ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა წარადგინა.

კომპანია „ვასაძის პურის“ სახელით „პირველკლასელთა აკადემია“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოთხი სკოლის 200-ზე მეტ მომავალ პირველკლასელს გადაეცა საჩუქრად. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება