| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულება დამტკიცდა, რომელსაც ხელს განათლების მინისტრი აწერს.
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო ენის სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, ახალი ცოდნისა და რესურსების შექმნას, რომლებიც საფუძვლად დაედება სახელმწიფო ენის დაცვას, განვითარებას, სრულფასოვან ფუნქციონირებასა და პოპულარიზაციას. დაფინანსებული სამეცნიერო კვლევა უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს ენის წინაშე არსებულ გამოწვევებს, როგორებიცაა: სახელმწიფო ენის სტანდარტიზაცია (ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და დარგობრივი ტერმინოლოგიის განახლება; სახელმწიფო ენის სტანდარტიზაციისათვის ელექტრონული რესურსების შექმნა); ქართველური ენობრივი მრავალფეროვნებისა და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ენების დოკუმენტირება; ქართული და აფხაზური ენების სწავლების მეთოდოლოგიური რესურსებისა და დისტანციური სწავლების საშუალებების შექმნა; ენობრივი ტექნოლოგიების განვითარება; სახელმწიფო ენის ფუნქციონირების დაცვა ინტერნეტ სივრცეში, ქართულენოვანი ინტერნეტის განვითარება; ქართული და აფხაზური ენების პოპულარიზაცია.
კონკურსში პროექტის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებით:
ა) ქართული ენა, ქართველური ენები;
ბ) აფხაზური ენა;
გ) საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნება;
დ) ენობრივი ტექნოლოგიები.
გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსის წესით. კონკურსს აცხადებს და ადმინისტრირებას უწევს ფონდი დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით.
საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 12 თვეს. ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს.
საგრანტო პროექტის განხორციელების მონიტორინგის მიზნებისათვის, გრანტის მიმღების მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია და ანგარიშის განხილვის წესი განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით.
საგრანტო პროექტი კი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებისა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სასკოლო ფორმების გაყიდვა 2 ნოემბრიდან დაიწყება
„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა