სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონი“ ერთმნიშვნელოვნად ყველაზე ეროვნული პროექტია“- თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლე ცნობილია
21-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

17 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ თეთრიწყაროს დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული ასურეთის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე სესე გოგიაშვილმა მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა თეთრიწყაროელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. 

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მერიის კულტურის განათლების, სპორტის ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, „ეტალონი მოსწავლე“, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლეები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები საუბრობენ.

ლია ზურებიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე:

მოგეხსენებათ, განათლებაზე ორიენტირებული მოსწავლე ახალგაზრდების მოტივირება, მათი წახალისება და ქვეყანაში საგანმანათლებლო დონის გაუმჯობესება ცენტრალური და ჩვენი, ადგილობრივი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, კი უმთავრესი პროექტი სწორედ, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონია“, რომელთანაც უკვე ძალიან დიდი ხანია ვთანამშრომლობთ.

მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში ამ პროექტში მონაწილეობა ერთგვარი „გამოცოცხლებაც“ იყო. ამავდროულად, „ეტალონმა“, თანამედროვე ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების განვითარებას შეუწყო ხელი. პროექტის განხორციელებაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მონაწილეობდა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი; ასეთი პროექტისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს გადავუხადო. რაც შეეხება თავად პროექტს, მეორე ეტაპი 17 ივნისს გაიმართა, რომელშიც 63 მოსწავლე მონაწილეობდა. I ადგილი ასურეთის, საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელმა, სესე გოგიაშვილმა დაიკავა, რომელსაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობისა და აქტივობების სათემო ჯგუფების ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდამჭერი მუნიციპალური პროგრამით 100 ლარის ოდენობით დააჯილდოებს, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს ფასიანი საჩუქრებით; ასევე, მუნიციპალიტეტის მერია, პირველ თხუთმეტეულს ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის ბილეთებს გადავცემთ.

ვაჟა სულხანიშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი:  

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“ ერთმნიშვნელოვნად ყველაზე ეროვნული პროექტია და ამაზე მთელი საქართველო ვთანხმდებით. პროექტმა ფანჯარა გაუხსნა ყველას და პატარები თუ დიდები ინტერესით ჩაერთნენ. ინტელექტ-ჩემპიონატი წლებია, ჩვენს მუნიციპალიტეტში ტარდება და რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს. ბოლო პერიოდში, მუნიციპალიტეტში სპეციალური პროგრამა შევიმუშავეთ, რომლის მიხედვით წარჩინებულ მოსწავლეებს მეტი მოტივაციისთვის სხვადასხვა სახის ჯილდოებს ვუწესებთ. ამ შემთხვევაში, გამარჯვებულ სესე გოგიაშვილს, I-II ადგილებზე გასულებს, პროგრამის ფარგლებში დავაჯილდოებთ ასევე, დანარჩენ მოსწავლეებსაც, ოპერისა და ბალეტის თეატრში უფასოდ წავიყვანთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული სკოლებიდან მაქსიმალური ჩართულობა იყო, არ მახსენდება ფაქტი, რომ რომელიმე სკოლიდან 1 მოსწავლე მაინც არ ყოფილიყო ჩართული პროექტში. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ძალიან დიდი აქტიურობა იყო და მესამე ადგილზე სამშვილდის საჯარო სკოლის მოსწავლე გავიდა. ჩვენი მუნიციპალიტეტის მერიიდან პროექტის მიმართ მუდამ დიდი დაინტერესება და მხარდაჭერაა.

ფატიმა შავაძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ წლებია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ვმასპინძლობთ. ჩვენს მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ პროექტში აქტიურად ჩაერთონ. ვთვლი და მიმაჩნია, რომ აღნიშნული კონკურსი მოსწავლეებში მოტივაციის გასაზრდელად მნიშვნელოვანია. გვიხარია, რომ „ეტალონთან“ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ჩვენს მოსწავლეებს, კონკურსის საშუალებით მეტი წახალისების საშუალება ეძლევათ. კონკურსი რეალურად მოსწავლეებში სწავლის პერიოდში მოტივაციას ზრდის. 

ზურაბ აზარიაშვილი,  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. იმედი მაქვს პანდემიის დასრულებასთან ერთად, მომავალში კონკურსი კვლავ უშუალოდ, პირდაპირ რეჟიმში გაიმართება. პროექტს ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს. გამარჯვებულს და აგრეთვე, იმ ბავშვებს, რომლებმაც ოქროს სიგელები დაიმსახურეს ვულოცავ ამ წარმატებას. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და ჩვენი მუნიციპალიტეტი კვლავაც მრავალჯერ გაეხარებინოთ.

სესე გოგიაშვილი, „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლე“, ასურეთის საჯარო სკოლა:

„ეტალონში“ უკვე მეოთხედ ვმონაწილეობდი. შარშანწინ ჩემი და გახდა „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლე“. ახლა კი თვითონ მგულშემატკივრობდა. რჩევებიც მომცა, მაგალითად, ზედმეტად რომ არ გამერისკა. ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამარჯვებული გავხდი და მივაღწიე ჩემ მიზანს. ჩემს თანატოლებს და ყველა მოსწავლეს, ვურჩევ კარგი გამოცდილების მისაღებად პროექტში აქტიურად ჩაერთონ. ჩემს წარმატებაში ვფიქრობ, როგორც სკოლაში მიღებულმა ცოდნამ, ასევე ზოგადმა განათლებამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ნანი გორდეზიანი, ასურეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

სესეს ეს უდიდესი წარმატება მთელს სკოლას გვიხარია. საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში წარმატება იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენს სკოლაში ინტელექტუალური დონე მაღალია. „ეტალონი“ ინტელექტუალური მიმართულების მთავარი საზომი და ინდიკატორია. ვთვლი, რომ მოსწავლეები პროექტში აქტიურად უნდა ჩაერთონ, რათა საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად დაინახონ.

მედეა წერეთელი, ასურეთის საჯარო სკოლის პედაგოგი:

სესეს ამ წარმატებას ველოდი, რადგან ძალიან კარგი მოსწავლეა და ფაქტიურად, მომავალი მედალოსანი გახლავთ. მიმაჩნია, რომ მოსწავლეები პროექტში აქტიურად უნდა ჩაერთონ. ჩვენთვის „ეტალონი“ დიდი გამონათება იყო, რადგან მთელი წელი მოგეხსენებათ ონლაინ რეჟიმში ვიყავით. პირადად მე „ეტალონი“ ძალიან მომწონს და მისი უდიდესი მხარდამჭერი ვარ, რადგან ბავშვებისთვის ინტელექტ-ჩემპიონატი დიდი მოტივაციაა, რომ მთელი წლის განმავლობაში შესწავლილი ცოდნა გამოამჟღავნონ. 

ჰამლეტ ხაჭაპურიძე, მეორე ადგილის მფლობელი, კოდის საჯარო სკოლა:

ჩემთვის ეს წარმატება მოულოდნელი იყო, მით უფრო რომ მერვე კლასში ვსწავლობ და ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემს ამ მიღწევაში რა თქმა უნდა სკოლაში მიღებულმა განათლებამაც ითამაშა როლი და ასევე, კლასგარეშე ლიტერატურის კითხვამაც. ჩემს თანატოლებს, მით უფრო დაბალკლასელებს ვურჩევ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობას. არ ვიყავი ჩემს თავში დარწმუნებული, ვფიქრობდი შეიძლება დაბალი ქულა ამეღო, მაგრამ მთავარია ვცადოთ... შესაძლოა გამოგვივიდეს. „ეტალონმა“ პირადად მე თვითშეფასება ამიმაღლა და მოტივაცია მომცა, რომ გავაგრძელო და არ გავჩერდე.

დალი გაბრიჭიძე, კოდის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჰამლეტს თავისი პიროვნული ღირსებების გამო ძალიან დიდ პატივს ვცემ. იგი ისეთ ოჯახში იზრდება, სადაც მხოლოდ შვილის ფიზიკურ კი არა, სულიერ აღზრდაზე ზრუნავენ. ჰამლეტი სხვადასხვა აქტივობებში ყოველთვის მონაწილეობს და როგორც ვხედავთ, მისი შრომა დაფასდა, თანაც ჯერ მხოლოდ მე-8 კლასში სწავლობს. ვფიქრობ, მოსწავლეები საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ პირველ რიგში იმიტომ უნდა ჩაერთონ რომ საკუთარი თავები გამოსცადონ. მომავალში წარმოდგენა ჰქონდეთ თავიანთი შესაძლებლობები რამდენად რეალურად აქვთ შეფასებული. ჩემთვის „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია და ვწუხვარ, რომ აღნიშნული ინტელექტ-ჩემპიონატი ჩემი შვილების დროსაც არ იყო. ჩემი მოსწავლეები პროექტში აქტიურად არიან ყოველთვის ჩართულები. პანდემიის პერიოდშიც კი, ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ ონლაინ ჩაერთონ და ეს მათ კიდევ სხვა გასაქანსაც აძლევს. მიმაჩნია, რომ პროექტში ყველა მოსწავლე უნდა ჩაერთოს და საკუთარი თავი გამოცადონ.

ეკატერინე ყვავილაშვილი, კოდის საჯარო სკოლის პედაგოგი:

ჰამლეტი ძალიან მოტივირებული და პასუხისმგებლიანი ბავშვია. ჩვენი სკოლიდან მეორე ტურში გადასული მოსწავლეებისგან ველოდი წარმატებას და ჰამლეტის მიღწევა ამიტომ სიურპრიზი არ ყოფილა. მოლოდინები გვქონდა, რომლებიც გაგვიმართლა. ვფიქრობ, მოსწავლეები პროექტი თუნდაც იმიტომ უნდა მონაწილეობდნენ აქტიურად, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი ყველა საგანს მოიცავს. ბავშვების ზოგადი განვითარებისთვის „ეტალონი“ ძალიან კარგი შესაძლებლობაა.​

ჰაიკანუშ გალუსტიანი, მესამე ადგილის მფლობელი, სამშვილდის საჯარო სკოლა:

ძალიან გახარებული ვარ, მოულოდნელი იყო ჩემთვის ამხელა წარმატება. მოსწავლეებს კი ვურჩევდი აიმაღლონ ცოდნა და მოტივაციის გასაზრდელად აუცილებლად გამოსცადონ თავი „ეტალონში“. ეს არა მხოლოდ შეჯიბრი, არამედი უდიდესი გამოცდილება და წარმატებაა.  

ჰაიკანუშ გალუსტიანი, სამშვილდის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჰაიკანუშის ეს წარმატება ყველას ძალიან გაგვიხარდა და ბედნიერები ვართ. მესამე ადგილის დაკავება არაქართულენოვანი სკოლისთვის ძალიან დიდი მიღწევაა. ამისთვის კი მთელს სკოლას, პედაგოგებს და თავად „ეტალონს“ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“ ბავშვებისთვის ძალიან დიდი მოტივატორია, რათა მომავალში ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავონ და მსგავს აქტივობებში უფრო აქტიურად ჩაერთონ.

კახა გიგაური, სამშვილდის საჯარო სკოლის პედაგოგი:

ჩვენი მოსწავლეები, რომლებიც საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩაერთნენ ყველა წარმატებულია და შესაბამისად, ჰაიკანუშის ეს მიღწევა სიურპრიზი არ ყოფილა. მისგან ამ მიღწევას ველოდებოდით. ვფიქრობ, ინტელექტ-ჩემპიონატში მოსწავლეების ჩართულობა აუცილებელია. ეს ინტელექტუალური კონკურსია და ბავშვების სხვადასხვა მეცნიერებების კუთხით განათლების დასახვეწად კარგი საშუალებაა. „ეტალონი“ ბავშვების თვითშემოწმებისთვის საუკეთესო პროექტია. მისი საშუალებით უფრო მობილიზებულები არიან და საკუთარ მოვალეობებს ითავისებენ.

ასევე იხილეთ:

2022 წლის „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

„ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლეებისთვის ერთგვარი გამოცოცხლება იყო“- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ I ეტაპი დასრულდა

თეთრიწყაროელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
რეგიონული სასწავლო ტური სპეცპედაგოგებისთვის - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
პიროვნება
ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება