სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლეებისთვის ერთგვარი გამოცოცხლება იყო“- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ I ეტაპი დასრულდა
17-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან.

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

16 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი თეთრიწყაროელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 63 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 17 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-სთან სკოლების დირექტორები საუბრობენ.

იამზე მელაძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი მონდომებით დარეგისტრირდნენ და ინტერესით ჩაერთნენ. ქულებიც კარგი მიიღეს. „ეტალონი“ საინტერესო პროექტია. ზოგადად, მოსწავლეებს მსგავს ტესტირებებში მონაწილეობის ნაკლები შანსი აქვთ ხოლმე და ამ მხრივ, ეს ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან კარგია. მასში ჩართულობა ბავშვებისთვის ერთგვარი გამოცოცხლება იყო. წლებია, რაც „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ, ჩემი დამოკიდებულება მთელი გუნდისა და პროექტის მიმართ მხოლოდ დადებითია.  

თამარ მარგველანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი სკოლა მცირეკონტინგენტიანია. მხოლოდ 3 მოსწავლე მყავდა შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის და ინტელექტ-ჩემპიონატში სამივე ჩაერთო. დიდი ხალისით მონაწილეობდნენ, მათგან 2 მეორე ეტაპზე გადავიდა. ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის საინტერესო პროექტია. ისეთი კითხვები იყო, რომელთა საშუალებითაც ზოგადი ცოდნის, უნარებისა და განვითარების დონის გამოვლენის შესაძლებლობა აქვთ.

ნუნუ გულვერდაშვილი, ვლადიმერ დავითაშვილის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლის დირექტორი:

ტესტირებაში მონაწილეობით ჩემი სკოლის მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები და გახარებულები იყვნენ. ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე მე მათ წარმატება ვუსურვე. შედეგით ისე გაიხარეს, რომ თქვეს, აწი ყოველთვის უნდა ჩავერთოთო. ტესტების დასრულების შემდეგ, ოთხივე მათგანი სკოლაში მოვიდა და თავიანთი ემოციები გაგვიზიარეს. მასწავლებლებმაც აღნიშნეს, რომ ეს კარგი დასაწყისი იქნება, რომ მოსწავლეებმა კლასგარეშე ლიტერატურაც აქტიურად წაიკითხონ. ზოგადად, „ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია. მეც ძალიან მიყვარს მსგავს ტესტებზე მუშაობა და პასუხის გაცემა.

ნელი შავრეშიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ტესტირება ონლაინ მიმდინარეობდა, მოსწავლეები ცალ-ცალკე ისხდნენ და დამოუკიდებლად მუშაობდნენ. ჩემთვის „ეტალონი“ ძალიან საინტერესო, მისაღები და საჭირო პროექტია. ძალიან კარგი იქნება, თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება. მოსწავლეები მოტივირებულები არიან, როდესაც „ეტალონში“ მონაწილეობენ. ისინი კონკურსში გასულ წლებშიც აქტიურად ერთვებოდნენ, მეორე ეტაპზე გამარჯვებულებიც გვყოლია.

თამარ წიკლაური, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:

ტესტირების პროცესმა კარგად ჩაიარა. ჩემი აზრით, „ეტალონი“ ძალიან კარგი, მშვენიერი კონკურსია. მასში მოსწავლეები თავიანთ ცოდნს ავლენენ. მიუხედავად იმისა, რომ მცირეკონტინგენტიანი სკოლა გვაქვს, ჩვენი ბავშვები მაინც ყოველ წელს მონაწილეობენ და შეძლებისდაგვარად, აქტიურობენ. ზოგადად, ტესტები მოსწავლეების ცოდნას ამოწმებს და მათ ჩატარებას მივესალმები.

მარეხ გიორგაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბნის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველი ეტაპი გუშინ გაიმართა, მასში მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლები მონაწილეობდნენ. მათგან 1 მოსწავლე მეორე ეტაპზე გადავიდა. ჩემი, როგორც სკოლის დირექტორის, დამოკიდებულება „ეტალონის“ მიმართ ძალიან პოზიტიურია, მას მაღალ შეფასებას ვაძლევ. ის ბავშვებში მოტივირებას იწვევს. იქედან გამომდინარე, რომ პანდემიის გამო დიდი პერიოდი დისტანციურზე ვიყავით, სიახლეები მოსწავლეებისთვის ყოველთვის კარგია. ეს მათ ხელს შეუწყობს. ისინიც, თავის მხრივ, დაინტერესებულები არიან და ყოველ წელს მონაწილეობენ.


ასევე იხილეთ:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

თეთრიწყაროელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

დაიხურება თუ არა სკოლები და ბაღები მუნის გავრცელების გამო - სამინისტროს განმარტება

განათლების ყოფილი მინისტრი, ახლახანს, მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები
 
 
 

მოსწავლეების ტესტირება იწყება - რეგისტრაციის ვადები და დეტალები

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

მსგავსი ტიპის აქტივობა უმნიშვნელოვანესია საკუთარი ქვეყნის ისტორიის საფუძვლიანი გააზრებისათვის

პედაგოგმა პატარების სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და პირველი საანბანო გაკვეთილისთვის საკლასო ოთახიც საზეიმოდ, თემატურად მორთო

მასწავლებელი ამაყად აღნიშნავს, რომ ბავშვები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლას

მოსწავლეებმა ერთად აღნიშნეს შემოდგომის სილამაზე და სიხარული
 
საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება