სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

პირმა საბავშვო ბაღის ასაშენებელი თანხის ნაწილი მიითვისა
18-07-2022
-
+


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, საბავშვო ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, რის შემდეგაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამუშაოები ნაწილობრივ შეასრულა და ავანსის სახით ჩარიცხული თანხიდან 1 232 372 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

გარდა აღნიშნულისა, ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი კომპანიის სახელით, 2020 წელს საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში ყალბი მონაცემები შეიტანა, რა გზითაც 99 233 ლარის ოდენობით ფიქტიური აქტივი შეიქმნა, რომელიც შემდგომში ბიუჯეტის მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად გამოიყენა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული, სახელმწიფო გადასახადებისათვის თავის არიდების მიზნით, მისი მართვის ქვეშ მყოფი 2 კომპანიის სახელით, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, მიღებულ შემოსავალს სრულად არ ადეკლარირებდა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამში, 467 688 ლარის გადახდას თავი აარიდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ 182-ე, 210-ე და 218-ე მუხლებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ დანაშაულში შესაძლო თანამონაწილე პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება