| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დეპუტატმა ლევან იოსელიანმა, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყენაში განათლების ხარისხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.
„ახლახან ვიყავი სვანეთში, სადაც მოვინახულე ადგილობრივი სკოლები და შევხვდი იქაურ მასწავლებლებს. სვანეთში ჯამში არის 24 სკოლა, აქედან 23 პრაქტიკულად დანგრევის პირასაა.
ჩვენს ქვეყანაში განათლების ხარისხი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და ალბათ ყველაზე ნაკლები კეთდება ამ სფეროში ჩავარდნების აღმოსაფხვრელად.
უკვე დაიდო ეროვნული გამოცდების თარიღები, 41 000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული, მაგრამ ყველამ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოში სკოლაში მიღებული განათლება არ არის საკმარისი ამ გამოცდების ჩასაბარებლად. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საკმაოდ დიდ თანხას გამოყოფს განათლების სამინისტროსთვის, მშობლებს მაინც უწევთ რეპეტიტორებისთვის თანხის გადახდა.
სკოლებში, განსაკუთრებით საჯარო სკოლებში, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზანი უნდა იყოს“.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას