სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლა ჩემთვის არის ოცნებების ახდენისკენ მიმავალი გზა“- თემურ ქარცივაძე, წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორი
09-06-2022
-
+


რას ნიშნავს მისთვის სკოლა? რა სჭირდება განათლების სისტემას? და მისი აზრით, რით იყო 2021-2022 სასწავლო წელი გამორჩეული - etaloni.ge-ს ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორმა თემურ ქარცივაძემ უპასუხა.

- სკოლა ჩემთვის არის. .

- ოცნებების ახდენისკენ მიმავალი გზა. სკოლაში მოსწავლე მარტო გაკვეთილებს არ უნდა იზეპირებდეს, არამედ რასაც ისწავლის, იმის ცხოვრებაში გამოყენებაც უნდა ისწავლოს. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო გამონათქვამი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს: „ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზედ, რომელსაც მისცემენ ახალ თაობას.“

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- ყოველთვის მწამდა, რომ მოტივაცია - მისი მაღალი დონე, ყოველდღიური და გაუნელებელი „შინაგანი ცეცხლია“,  ამიტომაც, აუცილებელია, სწორი და ღირებული მიზნების არსებობა. ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევაში კი უმთავრეს როლს სწავლების, ბეჯითობის სიყვარული ასრულებს. პედაგოგიური საქმის სიყვარული გვეხმარება ვიპოვნოთ ჩვენი ადგილი სკოლაში, მოსწავლეებთან. არ დაგვღლის გზა, რომელზეც არასოდეს მოგვწყინდება წინსვლა. სწავლების სიყვარული გვეხმარება, ჩამოვაყალიბოთ მყარი სასკოლო და პედაგოგიური ურთიერთობები, რაც ცხოვრებისეული ბედნიერებისა და წარმატების უმნიშვნელოვანეს საზომად მიმაჩნია.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...

- იწვევს საინტერესო მოვლენებით დატვირთული სასწავლო წლის დასრულებას. ბევრი რამ გააკეთა ჩვენმა სკოლამ მოსწავლეთა წინსვლისათვის. ბავშვებზე ზრუნვა, მათ განათლებასა და აღზრდაში დახმარება ფასდაუდებელი საჩუქარია. და ამაში მშობლები მადლიერი არიან სკოლის ყველა მასწავლებლის. მათმა ერთობლივმა მუშაობამ ხელი შეუწყო გაბედული მოზრდილების აღზრდას ასეთი პატარა და დაუცველი ბავშვებისგან.

- განათლების სისტემას სჭირდება. ..

- შესაბამისი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და დეკლარირებულია როგორც ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი. სიღრმისეული რეფორმების მიუხედავად, კვლავ რჩება ბევრი გამოწვევა განათლების და გადამზადების სერვისების ხარისხთან და თანასწორ ხელმისაწვდომობასთან მიმართებაში. ასევე, გამოწვევებს შორის არის განათლების კავშირი შრომის ბაზართან, მეცნიერებისა და კვლევების განვითარების ხელშეწყობა.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .

- წლევანდელი სასწავლო წელი ჩემთვის კიდევ უფრო განსხვავებულია, გაკვეთილები კლასში ტარდებოდა, მოსწავლეების მხრიდან ყოველთვის უხვად ვიღებდი სითბოს და სიყვარულს, დისტანციურ სწავლება იგივე ემოციების მიღებისთვის ხელის შემშლელად მეჩვენებოდა. ჩემს მოსწავლეებთან საუბარს ყოველთვის იმით ვიწყებ, რომ ყველა მათგანი განსაკუთრებული და თანაბრადმნიშვნელოვანია, რომ არ შეეშინდეთ  სირთულეების და შეუძლებლად არაფერი ჩათვალონ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მომავალი ძალიან  კარგ ხელშია. მასწავლებლებს უზარმაზარი  როლი  გვაქვს და ამ დავალებას მთელი სიყვარულით და ენთუზიაზმით უნდა გავართვათ თავი.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- არდადეგებსაც დაგეგმვა სჭირდება, რათა მაქსიმალურად გამოიყენო ის თავისუფალი დრო, რომელიც შენ ხელთაა და სწორად მართო.მშობლებს ვურჩევდი, შვილებისთვის არდადეგებზე დაგეგმილი აქტივობები თავისუფალი სტილის იყოს და ნაკლებად მოითხოვდეს ჩარჩოებს. შვილებს კი დავრთოთ ნება, დაფიქრდნენ, რისი გაკეთება უნდოდათ აქამდე და ვერ შეძლეს, დროის უქონლობის გამო. გირჩევთ, შეადგინოთ ერთად გეგმა, თუ რას გააკეთებთ. გაუზიარეთ ერთმანეთს იდეები და ერთად შექმენით ზაფხულის „სახალისო და საინტერესო გეგმა“.

- სასწავლო წლის დასასრულს. . .

- კარგია, რომ წელს შესაძლებლობა მოგვეცა სასწავლო წელი საკლასო ოთახებიდან გავაცილოთ. აუცილებელია, თითოეული მშობელი აქტიურად იყოს ჩართული მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში, რათა მოსწავლემ იგრძნოს ოჯახის მხარდაჭერა. მშობლების აქტიური ჩართულობა ზრდის მოსწავლეთა პასუხისმგებლობას – „ყველაფერი ბავშვობიდან იწყება“, ამიტომაც მსურს, თითოეული ქცევა მასწავლებლისა და მშობლის, მიმართული იყოს მოსწავლის პოზიტიური განვითარებისკენ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება