სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოტივაცია მემატება, როცა ჩემი შრომის შედეგი არ აყოვნებს“ - მანანა ხუციშვილი, შავსაყდრის საჯარო სკოლის დირექტორი
09-06-2022
-
+


სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლის დირექტორ მანანა ხუციშვილს დაუკავშირდა. 

- სკოლა ჩემთვის არის...

- სკოლა ჩემთვის ჩემი სახლი, ჩემი „შინ“-აა...რამეთუ, აქ ისევე მიწევს ზრუნვა თითოეულ ადამიანზე, მოზარდსა თუ ზრდასრულზე, როგორც საკუთარ სახლში. ზოგადად, სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და მისი წარმატების გზა ადამიანურ ურთიერთობებზე გადის. თუ სკოლა მოსწავლის ინტერესებსა და ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებს, მიზანი მიღწეულია... სკოლა ცოდნის ტაძარიცაა, სადაც ბავშვი აღიზრდება, პიროვნებად ყალიბდება და საუკეთესო წლებს საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ატარებს...

- მოტივაცია მემატება, როცა...

- როცა ჩემი შრომის შედეგი არ აყოვნებს...როცა ვგრძნობ და ვხედავ თითოეული მოსწავლის ცნობისმოყვარედ მომზირალ თვალებს და ამ დროს, მათი სიყვარული და მზრუნველობა მაძლევს ძალას იმისას, რომ ვენდო საკუთარ თავს და ვიბრძოლო ცხოვრებისეულ პრობლემებთან გასამკლავებლად...და, მაინც, ყველაზე დიდი მოტივი ადამიანებისა და სიცოცხლის სიყვარულია...

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...

- მგრძნობიარე და მტკივნეულია, თუმცა, ამავდროულად, საამაყოც - გუშინ ბაფთიანი გოგონები, პირტიტველი ვაჟები დღეს ასრერიგად დაზრდილ-დაფრთიანებულნი მიდიან ჩვენი კედლებიდან, მაგრამ არა-გულიდან... ეს კი სევდანარევი სიხარულის განცდაა!!!

- განათლების სისტემას სჭირდება...

- ერუდირებული, მრავალმხრივ განვითარებული (არამარტო-კრედიტმინიჭებული) პედაგოგი, აღმზრდელი-ჯანსაღი, ძლიერი მომავალი თაობისა.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო...

- იმით, რომ წინა წლებისაგან განსხვავებით, ყოველდღიურად ვხედავდით მოსწავლეთა ციმციმა თვალებს.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ...

- როცა მოსწავლე მთლიანად სწყდება საგანმანათლებლო გარემოს, მისი გონება მოდუნებას იწყებს... ამიტომ მშობლებს ვურჩევ, დაეხმარონ შვილებს, რომ ისინი არდადეგების პერიოდში დაკავდნენ კლასიკური ლიტერატურის კითხვით, ინტელექტუალური და ამავე დროს გასართობი აქტივობებით, რაც ხელს შეუწყობს მათი ცნობიერების გაზრდას.

- სასწავლო წლის დასასრულს...

- ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებო, ჩვენო ხვალინდელო დღევ, ღირსეულო მომავალო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ცხოვრების ახალ, ახლა უკვე ლაბირინთულ გზაზე გასვლას. უფლის სიყვარულს გისურვებთ! სიძნელეთა დაძლევის ნიჭს გისურვებთ! მოყვასის სიყვარული შეგაძლებინოთ უფალმა! არ დაგვიწყებოდეთ - „ვისი გორისანი ხართ!“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება